ტორპედო-ბოტევი 1:1 - მშვიდობიანი დასასრული [VIDEO]

AutoSharing Option
AUTO PLAY
ქუთაისის "ტორპედომ" თურქულ შეკრებაზე ბოლო საკონტროლო მატჩი გამართა. გიორგი დარასელიას გუნდის სპარინგ-პარტნიორი ბულგარეთის უმაღლესი ლიგის ბინადარი პლოვდივის "ბოტევი" იყო.

პირველი ტაიმის ბოლოს ანგარიში ბუდუ ზივზივაძემ გახსნა, მეორე ტაიმის ბოლოს კი ბულგარელებმა პენალტის დარტყმის უფლება მოიპოვეს, რაც ივან ცვეტკოვმა უნაკლოდ შეასრულა და საბოლოო ანგარიში დააფიქსირა - 1:1.

ტორპედო: შეყრილაძე, ჭელიძე, გურამ ადამაძე, მირცხულავა, ჩიკვილაძე, ქებაძე, კირკიტაძე, კლიმიაშვილი, ტუღუში, საბანაძე, ზივზივაძე; შეცვლაზე: ტყეშელაშვილი, იოსელიანი, მახვილაძე, კილასონია, ადამაშვილი, მამასახლისი, გოგიჩაიშვილი, ბაბუნაშვილი, კვასხვაძე, ხურციძე, კვარაცხელია.

"ტორპედო" თურქულ შეკრებას 11 თებერვალს დაასრულებს, 12-ში კი სამშობლოში
დაბრუნდება. დარასელია ფეხბურთელებს ერთი დღე დაასვენებს და 13 თებერვლიდან გააგრძელებს დავით ყიფიანის სახელობის ეროვნული თასის პირველი მეოთხედფინალური მატჩისთვის მზადებას, რომელსაც "ტორპედო" 18 თებერვალს, სტუმრად "სამტრედიასთან" გამართავს.

(იბეჭდება მცირე ცვლილებით)
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

სიახლეები პოპულარული