შეხვედრა გარდამავალი უპირატესობით მიმდინარეობდა. ერთ-ერთ ეპიზოდში გიორგი ქავთარაძის დარტყმული ბურთი ხარიხას მოხვდა. შანსები ვერც თამაზ მაქაცარიამ და ამირან აბუსელიძემ გამოიყენეს.
პირველ ნახევარში დინამოელები დაცვაში ორჯერ შეცდნენ, ერთხელაც ავსტრიელებმა ბურთი ძელს მოარტყეს.
მეორე ტაიმი დინამოელებმა განსხვავებული შემადგენლობით განაახლეს. მატჩის ამ მონაკვეთში ზღვისპირელებს სრული უპირატესობა ჰქონდათ. ერთადერთი გოლი კი 55-ე წუთზე ქავთარაძემ გაიტანა.
დინამო ბათუმი: შოვნაძე - სეფიაშვილი, მგელაძე (46. ქორიძე), ქათამაძე,
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"