გორის "დილა" სლავკო მარიჩსა და ალან ბაგაევს იტოვებს
AutoSharing Option
სერბი მარცხენა მცველი, 30 წლის სლავკო მარიჩი (ბოლოს ბერძნულ "ლამიაში" თამაშობდა) და 23 წლის ცენტრალური მცველი, რუსეთის მოქალაქე, ოსი ალან ბაგაევი ("ალანია") კარიერას გორის "დილაში" გააგრძელებენ.
ეს ინფორმაცია გორელთა მთავარმა მწვრთნელმა უჩა სოსიაშვილმა დაადასტურა.
ამათ გარდა, "დილა" ინკოგნიტო ფორვარდთანაც აწარმოებს მოლაპარაკებას და მისი საკითხი ახლო მომავალში გაირკვევა.
(იბეჭდება მცირე ცვლილებით) ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.