კლუბის პრესსამსახურის ცნობით, ავადმყოფობის გამო შეხვედრაში მონაწილეობა არ მიუღიათ გოდერძი მაჩაიძესა და დათო მეგრელიშვილს.
თამაში სწრაფ ტემპში მიმდინარეობდა. ჩინელები, ძირითადად, კონტრშეტევებზე თამაშობდნენ. ზუგდიდელებმა საგოლე მომენტები კი შექმნეს, მაგრამ ჩინელთა მეკარემ ლუკა გუგუჩიასა და ირაკლი ქობალიას დარტყმები მოიგერია, ხოლო შემდეგ ლევან კუტალიას დარტყმული მცველს მოხვდა.
ზუგდიდელთა ერთ-ერთი იერიშისას, ჩინელებმა თამაშის წესი დაარღვიეს. შოთა ლომიას "სტანდარტულს" გიორგი პაჭკორია გამოეხმაურა და ანგარიში თავური
ამის შემდეგ ისედაც სწრაფი ჩინელები უფრო გააქტიურდნენ და ზუგდიდელთა კარს რამდენჯერმე სახიფათოდ შეუტიეს, მაგრამ ზუგდიდელთა მეკარე მინდია ბობღიაშვილი დამაჯერებლად თამაშობდა.
27-ე წუთზე კი, მარცხენა ფლანგიდან ლევან წურწუმიას გადაცემის შემდეგ, ქობალიამ კარში დაარტყა. გოლი გარდაუვალი ჩანდა, თუმცა... "ჰუნანის" მეკარემ ბურთი "ცხრიანიდან მოხსნა".
მეორე ტაიმში დათა რიგვავამ მარჯვენა ფლანგიდან კარგად გააგრძელა ზუგდიდელთა იერიში და საჯარიმოს სიახლოვიდან დაარტყა. ჩინელთა მცველმა ხელით ითამაშა და მსაჯმა დანიშნა პენალტი, რომელიც ლომიამ მეორე გოლად აქცია - 2:0.
ზუგდიდელებს ამის შემდეგაც ჰქონდათ საგოლე მომენტები, მაგრამ ანგარიში აღარ შეცვლილა.
ზუგდიდი: ბობღიაშვილი, რიგვავა, ღონღაძე, პაჭკორია, აკობია, ტყემალაძე, კუტალია, წურწუმია, გუგუჩია, ლომია, ქობალია; შეცვლაზე შევიდნენ: ენდელაძე, კობერიძე, ფარჯიკია, დ. ქირია, ნარმანია, კუკავა.
(იბეჭდება მცირე ცვლილებით)
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"