"ზესტაფონი" კიდევ ორი ფეხბურთელით გაძლიერდა

AutoSharing Option
ფოტოზე: ზვიად სიხარულია და გიორგი ბერიძე
"ზესტაფონი" კიდევ ორი ფეხბურთელით გაძლიერდა. გიორგი მიქაძის გაწვრთნილი გუნდის ერთი ახალწვეული ზვიად სიხარულიაა - ზუგდიდური საფეხბურთო სკოლის აღზრდილი 22 წლის ნახევარმცველი, რომელსაც ნახევარდაცვის თითქმის ყველა პოზიციაზე ერთნაირი წარმატებით შეუძლია თამაში.

სიხარულიამ საქართველოს ეროვნული ჩემპიონატის მეორე წრე საჩხერის "ჩიხურაში" გაატარა. ახალგაზრდა ფეხბურთელს ტრავმის შემდეგ ოპტიმალური სათამაშო ფორმის აღდგენა გაუჭირდა და აქედან გამომდინარე, იშვიათად ხვდებოდა საჩხერელთა ძირითად შემადგენლობაში.

"ჩიხურადან" წასვლის შემდეგ მას თითქოს ლანჩხუთის "გურიაში" უნდა გაეგრძელებინა კარიერა, მაგრამ მოულოდნელად შევიტყვეთ, რომ სიხარულიამ "ზესტაფონს" მიაშურა.

რაც
შეეხება მეორე ახალწვეულს, ეს გახლავთ საქართველოს 19-წლამდელთა ნაკრების შემტევი გიორგი ბერიძე. თამამად შეიძლება ითქვას, რომ ბერიძე ჩვენს ჩემპიონატში მოთამაშე ერთ-ერთი გამორჩეული ახალგაზრდა ფეხბურთელია.

შემთხვევითი არ არის, რომ საქართველოს 19-წლამდელთა ნაკრების დამრიგებელი გიორგი დევდარიანი ბერიძეს ხშირად აძლევს თავის გამოჩენის საშუალებას სანაკრებო შეხვედრებში.

ნიჭიერ ახალგაზრდას უკვე აქვს საქართველოს ჩემპიონატის უმაღლეს ლიგაში თამაშის გამოცდილება - ის გორის "დილაში" ირჯებოდა.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული