გულშემატკივარმა კარგად იცის, რამდენი ცვლილება მოხდა საქართველოს ორგზის ჩემპიონ "ზესტაფონის" შემადგენლობაში. ცვლილებები კი არა, ამ პროცესს თავისუფლად შეგვიძლია რევოლუცია ვუწოდოთ.
როგორი საქმეა - წინა შემადგენლობიდან გუნდში მხოლოდ რამდენიმე ფეხბურთელი დარჩა. მთლიანობაში, "ზესტაფონს" 14(!) ახალწვეული ჰყავს.
კლუბმა პირველად უღალატა ტრადიციას და ახალწვეულები საგანგებოდ არ წარადგინა. მართლაც, ეს ახალწვეულების წარდგენა კი არა, მთელი გუნდის პრეზენტაცია იქნებოდა.
დამტკიცდა ფეხბურთელთა პერსონალური ნომრებიც:
1. დავით კუპატაძე, 2. დავით მთივლიშვილი, 3. დავით მოსიძე, 5. მირიან რობაქიძე, 6. გიორგი ვასაძე, 7. დავით რაჟამაშვილი, 8. ივანე ხაბელაშვილი, 9.
დემურ კანდელაკი, 10. გიორგი ილურიძე (კაპიტანი), 11. არჩილ მესხი, 14. ნოდარ გაჩეჩილაძე, 17. ირაკლი სიხარულიძე, 18. დავით ლომაია, 21. მიხეილ ვაჭარაძე, 22. ვაჟა ნემსაძე, 25. ფირუზ მარაქველიძე, 28. გია მახათაძე, 32. პავლე ხორგუაშვილი, 33. ოთარ ხიზანეიშვილი, 37. გიორგი ჩიხრაძე, 42. ჯონ ჯერემია, 70. გიორგი ბერიძე, 77. ლაშა მჭედლიშვილი, 80. ზვიად სიხარულია, 88. მალხაზ გაგოშიძე, 99. გურამ სამუშია.
(იბეჭდება მცირე ცვლილებით)
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"