ტორპედო-სამტრედია 0:0 - უკეთესი "ტორპედო", იღბლიანი "სამტრედია" [PHOTO]

AutoSharing Option
სეზონის განახლების შემდეგ "ტორპედომ" ჩემპიონატსა და თასზე მეხუთე შეხვედრა გამართა და ერთი გამარჯვებაც ვერ მოიპოვა. ამ მატჩებიდან გიორგი დარასელიას გუნდი მოგებას ყველაზე მეტად 9 მარტს, თასის საპასუხო მეოთხედფინალურ შეხვედრაში იმსახურებდა.

შედარებით თანაბარი პირველი ტაიმის შემდეგ ქუთათურები მეორე ნახევარში დიდ უპირატესობას ფლობდნენ, საგოლე მომენტებიც შექმნეს, მაგრამ ხან შესანიშნავად მოთამაშე რევაზ თევდორაძე იყო მოწოდების სიმაღლეზე, ხან კიდევ მასპინძლებს ფორტუნა არ სწყალობდათ.

"სამტრედიამ", რომელმაც სტუმრად "მეორე ნომრად" ამჯობინა თამაში, ბურთი არ გაუშვა და პირველ მატჩში მოგებული 2:1-ის წყალობით თასის ნახევარფინალში გააღწია. მატჩს სტუმართა
ლოჟიდან საქართველოს ნაკრების მთავარი მწვრთნელი კახა ცხადაძე ადევნებდა თვალს.
იხილეთ ფოტოგალერეა
Sportall.Ge

პირველ 20 წუთში თანაბარი თამაშის მიუხედავად, დასამახსოვრებელი მომენტები მხოლოდ სამტრედიელებმა შექმნეს. გიგა ბეჭვაიას მიერ შორი მანძილიდან დარტყმული ბურთი ხარიხას გადასცდა. უზუსტო გამოდგა რამოსის მცდელობაც, როცა ბრაზილიელი საჯარიმოს მისადგომებიდან ცდილობდა ქუთაისელთა დამწუხრებას.

ტაიმის შუაწელიდან ორივე გუნდმა მოუმატა ტემპს და თამაშიც უფრო თვალსასეირო გახდა. მასპინძლებმა ზედიზედ ორი კარგი მომენტი შექმნეს - საბანაძის ძლიერი დარტყმის შემდეგ ბურთმა მცირე მანძილზე ჩაუქროლა სამტრედიელთა კარს. გოლის გატანის რეალური შანსი ჰქონდა ბექა ტუღუშს, რომელსაც მცველისგან ასხლეტილი ბურთი მიუგორდა და კარშიც მძლავრად დაარტყა, მაგრამ... თევდორაძემ რთული ბურთი მოიგერია.

ზაზა ზამთარაძის შეგირდებმა მეტოქეს დავით ბოლქვაძის სახიფათო საჯარიმო დარტყმით უპასუხეს, თუმცა ბურთი ბადეს გარედან მოხვდა. შესვენებამდე ტორპედოელებმა გოლის გატანის კიდევ ერთი შესანიშნავი შანსი გაუშვეს ხელიდან, როცა დავით კირკიტაძის ჩაწოდების შემდეგ საბანაძის მიერ ახლო მანძილიდან შესრულებული თავური თევდორაძემ მოიგერია.

სამტრედიელთა კარის დარაჯმა მატჩის განახლებიდან რამდენიმე წუთში კიდევ ერთხელ იხსნა საკუთარი გუნდი, როცა ტუღუშის მიერ მარცხენა დაბალ კუთხეში ძლიერად დარტყმული ბურთი უკუაგდო.

შემდეგ კვლავ საბანაძეს შეეძლო გატანა, მაგრამ კირკიტაძის გადაცემას ფეხი კარგად ვერ დაუხვედრა. მორიგ ეპიზოდში კი ქუთათურებს იღბალმაც ზურგი აქცია, როცა ზაზა ჭელიძის შესანიშნავი დრიბლინგისა და კირკიტაძის გადაცემის შემდეგ შეცვლაზე შესული ბუდუ ზივზივაძე სამიოდე მეტრიდან ცარიელ კარში ურტყამდა, მაგრამ ბურთი ხარიხას მოხვდა.

ამდენი გამოუყენებელი მომენტის გამო "ტორპედო" კინაღამ დაისაჯა, მაგრამ გრიგოლ დოლიძის დარტყმა მცირედით ასცდა ბექა შეყრილაძის კარს. შეტევის გასაძლიერებლად, დარასელიამ მეოთხე ფორვარდი - ოთარ კვერნაძეც ჩართო თამაშში.

თავის მხრივ, მანამდე ზამთარაძემ გამოცდილი ალექსანდე იაშვილით სცადა თავისი გუნდის გაძლიერება, თუმცა ბოლო წუთებმა მაინც ქუთაისელთა შეტევებში ჩაიარა. "ტორპედომ" შტურმი მოუწყო სტუმარს, თუმცა სანუკვარი გოლის გატანა ვერ მოახერხა და თასის გათამაშებას გამოეთიშა.

საქართველოს თასი. 1/4-ფინალი. საპასუხო მატჩები
09.03. ქუთაისი. "ცენტრალური". 3 000 მაყურებელი
ტორპედო-სამტრედია 0:0
ტორპედო (4-2-3-1): შეყრილაძე - კანკია, ადამაძე, მირცხულავა, ქიმაძე - ჭელიძე, ქებაძე (79. ო. კვერნაძე) - კირკიტაძე, კლიმიაშვილი (70. ზივზივაძე), ტუღუში - საბანაძე.
სათადარიგოები: ტყეშელაშვილი, მახვილაძე, მამასახლისი, ბაბუნაშვილი, გოგუაძე
მწვრთნელი: გიორგი დარასელია
სამტრედია (4-1-4-1): თევდორაძე - ბეჭვაია, ხიზანიშვილი, კაკუბავა, კვირკველია - ბოლქვაძე - დოლიძე (81. გურული), დათუნაიშვილი, გორგიაშვილი (77. შარიქაძე), გეწაძე - რამოსი (70. იაშვილი).
სათადარიგოები: მუჯრიშვილი, თორ. გრიგალაშვილი, თევზაძე, კაპანაძე
მწვრთნელი: ზაზა ზამთარაძე
გაფრთხილება: ტუღუში (27), ხიზანიშვილი (76), ბოლქვაძე (82), ბეჭვაია (90)
არბიტრი: ა. ბასლეჰლო

(იბეჭდება მცირე ცვლილებით)
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 5 /
Ulocav samtredias da rac sheexeba torpedos panebs usircxviloebi arian yvelaperze midiodnen tamashis mosagebad da calke arbitri askarad torpedos mxares iyo..midi samtredia
ira
11 მარტი 2015 15:33
0
uzrdeli baleshikebi yavs torpedos ras erchodnen samtrediis pexburtelebs ro aginebdnen. Msaji naglad udgeboda torpedos da mainc veraperi mouxerxes samtredias.. sagol samtredia. Girseuli gavida..
levani
11 მარტი 2015 15:31
0
Ashkarad udgebpda torpedos msajiii. Es ra unamusobaa. Dzalit undodat torpedos gayvana shemdeg etapze.. unamusoebi arian pederaciashi gàprtxiles etyoba samtredia xo ar uyvart pederaciashi. Gansakutrebit arveladzeebs..
dato
11 მარტი 2015 15:27
0
უკეთესი მტრედები,უზრდელი ჯუნგლები და ტორპედოს მომხრე არბიტრი
lasha
11 მარტი 2015 01:25
0
უკეთესი "ტორპედო", იღბლიანი "სამტრედია" და უიღბლო ზივზივაძე...))))
gio
10 მარტი 2015 13:56
0
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული