უჩა სოსიაშვილი: ირაკლი მოდებაძის არყოფნა "დილას" ძალიან დაეტყო

AutoSharing Option
საგაზაფხულო ეტაპის პირველივე ტურში, "ცხინვალთან" შეხვედრისას, გორის "დილას" ფორვარდი ირაკლი მოდებაძე დაუშავდა. გამოცდილ შემტევს კუნთი დაეჭიმა და პლუს, სისხლჩაქცევებიც აღმოაჩნდა.

ამის გამო მოდებაძემ 3 მატჩი გამოტოვა - ჩემპიონატში ქუთაისის "ტორპედოსა" და ბათუმის "დინამოსთან", ხოლო თასზე - თბილისის "დინამოსთან".

გორელთა მთავარი მწვრთნელი უჩა სოსიაშვილი ამბობს, რომ მოდებაძე გუნდს მალე დაუბრუნდება:

"ირაკლი მოდებაძე ჩვენი ჩემპიონატის ერთ-ერთი გამორჩეული თავდამსხმელია. მისი არყოფნა "დილას" ძალიან დაეტყო. ის ვარჯიშს მალე განაახლებს და უახლოეს პერიოდში მოედანსაც დაუბრუნდება", - ამბობს სოსიაშვილი.

(იბეჭდება მცირე ცვლილებით)
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 3 /
ყოჩაღ ჟორჟიკ ესეთი სიმართლე ჯერ არავის დაუწერია სოსიაშვილისთვი, იქნებ თვალები გაახილოს სანამ კიდე დროა და მეორედან ბოლო ადგილზე არ გადავიდნენ
gulshematkivari
15:09 13-03-2015
0
ჟორჟიკა მარტალია არასწორად იქცევი დინამოსთან შენი უტვინობით წააგო დილამ ჩიორას რა უნდა სასტავში, გვალიასაც მაგარი დავიწყებულია ქვს, მოკლედ ცოტა გონზე მოდიტ.
bibo
14:02 13-03-2015
0

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული