...13 და 14 მარტს გასამართი მატჩების გარდა, მარტის ბოლომდე კიდევ ორი ტურია და სატურნირო მოტივაციასთან ერთად, უმაღლესი ლიგის გუნდების ფეხბურთელებს სხვა, "დამატებითი" სტიმულიც უნდა ჰქონდეთ!
ეს "დამატებითი" სტიმული კი საკუთარი შესაძლებლობების მაქსიმალურად წარმოჩენაა და მოვლენების ისეთ განვითარებასაც ნუ გამოვრიცხავთ, რომ მარტის ბოლოსათვის დაგეგმილი ორი სანაკრებო მატჩისათვის (მალტასთან და გერმანიასთან) ჩვენს უპირველეს გუნდში ეროვნულ ჩემპიონატში მონაწილე სხვა ფეხბურთელებიც ვიხილოთ.
შეგახსენებთ, რომ ჩვენი ნაკრების ახალი თავკაცის, კახა ცხადაძის მიერ გამოცხადებულ გაფართოებულ შემადგენლობაში
თუმცა, ამ სიას უეჭველად დაემატება ჩვენი ჩემპიონატიდან კიდევ ერთი ფეხბურთელი (ამპლუით - მარჯვენა მცველი) და შესაძლოა, სხვებიც! მოკლედ, ახლა ჯერი ფეხბურთელებზეა, თანაც, პარასკევისა და შაბათის მატჩები, როგორც უკვე აღვნიშნეთ, სატურნირო თვალსაზრისითაც საკმარისზე მეტ ინტრიგას გვპირდება.
13.03. თბილისი. მიხეილ მესხი (სათ). 15:00
ცხინვალი-სამტრედია
პირველი წრე 1:3
ურთიერთშეხვედრები
9: +2 =3 -4, 9:11
ცხინვალი-სამტრედია
პირველი წრე 1:3
ურთიერთშეხვედრები
9: +2 =3 -4, 9:11
წინდაწინვე ვაღიაროთ: "ცხინვალის" და "სამტრედიის" დაპირისპირება ტურის ცენტრალურ მატჩად უნდა მივიჩნიოთ! ორივე გუნდი სავსებით სამართლიან პრეტენზიას აცხადებს ევროტურნირების საგზურის მოპოვებაზე და დღესდღეობით სატურნირო ცხრილშიც არცთუ ურიგო "სასტარტო პოზიცია" უკავია. თანაც, "ცხინვალიც" და "სამტრედიაც" თასზეც აგრძელებენ ბრძოლას და ამ "ორ ფრონტზე" ჯერჯერობით წარმატებულად ასპარეზობენ.
თუმცა, ისიც გასათვალისწინებელია, რომ "ცხინვალს" დღევანდელ მეტოქესთან შედარებით, მოკლე სათადარიგოთა სკამი გააჩნია (პლუს, რამდენიმე ფეხბურთელი ტრავმირებული ჰყავს); ამის მიუხედავად, კახა კაჭარავას გუნდმა შეძლო და დროებითი კრიზისი დაძლია: საპასუხო სათასო მეოთხედფინალური დაპირისპირების ჩათვლით, "ცხინვალმა" ზედიზედ სამი მატჩი მოიგო.
ასევე წარმატებულად ასპარეზობს ბოლო პერიოდში "სამტრედიაც": ჩემპიონატში ზედიზედ ორი მოგება და ქუთაისში, თასის საპასუხო მატჩში უმძიმეს ბრძოლაში ნაჩვენები თავისთვის სასურველი შედეგიც ამის დასტურია.
აქვე, ნუ დაგვავიწყდება ერთობ უმნიშვნელოვანესი ფაქტორიც: ზაზა ზამთარაძის დამოძღვრილ გუნდს ნელ-ნელა "უშინაურდებიან" ცნობადი ახალწვეულები, ზურაბ ხიზანიშვილი და ალექსანდრე იაშვილი, რომელთა ხილვაც დღევანდელ მატჩში უდიდეს ინტერესს იწვევს...
13.03. მარტვილი. მურთაზ ხურცილავა. 15:00
მერანი-დინამო (ბთ)
პირველი წრე 1:3
ურთიერთშეხვედრები
5: +1 =0 -4, 4:15
მერანი-დინამო (ბთ)
პირველი წრე 1:3
ურთიერთშეხვედრები
5: +1 =0 -4, 4:15
პირველი წრის ერთ-ერთი სასიამოვნო მოულოდნელობა "მერანის" წარმატებული ასპარეზობა იყო; თუმცა, ბოლო დროს მარტვილელთა გუნდს ჩავარდნა დაეწყო და ჩემპიონატში ექვსმატჩიანი მოუგებელი სერიის "გამოძახილია" ის ფაქტიც, რომ "მერანს" არცთუ უხიფათო სატურნირო მდგომარეობა აქვს.
"მერანს" განსაკუთრებით წინა ხაზში უჭირს (გატანილი ბურთებით მხოლოდ "ზუგდიდს" სჯობნის), თორემ გამოცდილი მეკარე ზურაბ მამალაძე თავის კარიერაში ერთ-ერთ გამორჩეულ სეზონს რომ ატარებს, ეს ყველასათვის ცხადია. იმასაც შეგახსენებთ, რომ "მერანი" საშინაო მატჩებს ნეიტრალურის ნაცვლად, უკვე მშობლიურ მარტვილში ატარებს, თუმცა ხანგრძლივი პაუზის მერე დაბრუნება წარუმატებელი გამოდგა.
ვნახოთ, როგორ წარიმართება მოვლენები მეორე შეხვედრაში, ასევე მარტვილში რომ უნდა გაიმართოს და სადაც "მერანს" მეტად და მეტად სერიოზული მეტოქე ელოდება!
ბათუმის "დინამოს" ჩემპიონატში უკვე 8-მატჩიანი წაუგებელი სერია აქვს და შოთა ჭეიშვილის დამოძღვრილი გუნდი იმითაც უნდა გამოვარჩიოთ, რომ მეორე წრეში ჯერ გოლი არ გაუშვია!
აღარაფერს ვამბობთ იმ ფაქტზე, რომ მეორე წრის დაწყებიდან დღემდე 100-პროცენტიანი შედეგი მხოლოდ ბათუმის "დინამოს" აქვს!
13.03. ზესტაფონი. დავით აბაშიძე. 15:00
ზესტაფონი-სიონი
პირველი წრე 3:1
დისკვალიფიკაცია: ზვიად სიხარულია (ზესტაფონი)
ურთიერთშეხვედრები
30: +17 =8 -5, 36:12
პირველი წრე 3:1
დისკვალიფიკაცია: ზვიად სიხარულია (ზესტაფონი)
ურთიერთშეხვედრები
30: +17 =8 -5, 36:12
წინა სეზონის ვერცხლისა ("ზესტაფონი") და ბრინჯაოს ("სიონი") პრიზიორებს ამჯერად ბევრად განსხვავებული მიზნები და არცთუ სახარბიელო სატურნირო მდგომარეობა აქვთ; რა თქმა უნდა, ჩემპიონატის ბოლომდე ჯერ ადრეა, მაგრამ ორივე გუნდმა "აუცილებელი და საკმარისი" ქულების მოგროვება თუ მარტის თვეში არ დაიწყო, მერე, მართლაც გვიან იქნება.
არადა, ზამთრის პაუზის მერე ერთიანად გადახალისებული ორივე გუნდი ურიგო ფეხბურთს ნამდვილად არ თამაშობს და რატომღაც იმისიც გვჯერა, რომ როგორც კი უამრავი ახალწვეული შეთამაშების პრობლემას გადაჭრის, სასურველი შედეგიც არ დაახანებს.
ისე, "ზესტაფონი" მართლაც "უცნაური" გუნდია: მიმდინარე ჩემპიონატში ყველაზე მეტი გოლი აქვს გატანილი და ასევე ყველაზე მეტი... გაშვებულიც! არც ის ფაქტია უმნიშვნელო, რომ განვლილი 18 ტურის განმავლობაში მხოლოდ ოთხჯერ მოხდა, როცა "ზესტაფონმა" მატჩი უგოლოდ დაასრულა.
აი, "სიონს" კი ერთი არასასიამოვნო რეკორდი (ჯერჯერობით) ეკუთვნის: გასვლით მატჩებში ყველაზე ცოტა, 2 ქულა აქვს მოგროვებული.
დღევანდელი მატჩი იმითაც იქნება საინტერესო, რომ ახალგაზრდა მწვრთნელების "დუელი" შედგება, თანაც, ყოფილი თანაგუნდელების: - გიორგი მიქაძე და ლადო ბურდული 17 წლის ბიჭები იყვნენ, 1997/98 წლების სეზონში თბილისის "დინამოში" რომ გამოჩნდნენ...
14.03. რუსთავი. ფოლადი. 15:00
მეტალურგი-ჩიხურა
14.03. გორი. თენგიზ ბურჯანაძე. 15:00
დილა-ზუგდიდი
14.03. ქუთაისი. ტორპედო. 15:00
კოლხეთი-გურია
14.03. ქობულეთი. ჩელე არენა. 15:00
შუქურა-დინამო (თბ)
14.03. მცხეთა. მცხეთა პარკი. 15:00
ვიტ ჯორჯია-ტორპედო
(იბეჭდება მცირე ცვლილებით)
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
სამტრედიას კი თავისთავად ვუსურვებ ლამაზი,გამართული და სანახაობრივი მატჩი ჩაატაროს და აუცილებლად მოიგოს.