ბათუმელებმა ამჯერად სტუმრად მარტვილში "მერანს" მოუგეს - 2:1. არადა, მასპინძლები ლევან გეგეჭკორის გოლით (38-ე წუთი) იგებდნენ, თუმცა მეორე ტაიმში ჯერ გიორგი ბერიაშვილმა (65) გაათანაბრა, გიორგი ქავთარაძის გოლმა (89) კი ბათუმელებს გამარჯვება მოუტანა და ცხრილში პირველობა მოუტანა.
* * *
თბილისში, მიხეილ მესხის სახელობის სტადიონზე ევროტურნირების საგზურებისთვის მებრძოლი "ცხინვალისა" და "სამტრედიის" მატჩი გაიმართა. შეხვედრა კახა კაჭარავას ანგარიში მე-17 წუთზე ლაშა შინდაგორიძემ გახსნა, სამტრედიელებმა კი გათანაბრება ლევან კაკუბავას გოლით, 30-ე წუთზე შეძლეს. მატჩის საბოლოო ანგარიში რატი ცაწკრიალაშვილმა 57-ე წუთზე დააფიქსირა.
* * *
უხვგოლიანი შეხვედრა შედგა ზესტაფონში, სადაც ადგილობრივმა გუნდმა ბოლნისის "სიონი" მიიღო და მეტოქე ანგარიშით 4:2 დაამარცხა. არადა, შეხვედრა ზესტაფონელთათვის არცთუ კარგად დაიწყო - უკვე მე-6 წუთზე სტუმრები ანგარიშში დათა სიჭინავამ დააწინაურა. თუმცა, მასპინძელთა რიგებში მალევე დუბლი ირაკლი სიხარულიძემ მიითვალა (10, 27), მეორე ტაიმში კი თითო გოლი ოთარ ხიზანეიშვილმა (60) და გიორგი ილურიძემ (71) მიითვალეს.
მატჩის მიწურულს ბოლნისელთაგან გიორგი ცხადაიამ (89) შეაგდო და საბოლოო ანგარიში დააფიქსირა.
ტურის დანარჩენი ხუთი შეხვედრა 14 მარტს გაიმართება.