ზესტაფონის საკრებულომ "ზესტაფონს" დაფინანსებაზე უარი უთხრა

AutoSharing Option
19 მარტს გაიმართა ზესტაფონის საკრებულოს სხდომა, რომელმაც კლუბის დაფინანსების საკითხი განიხილა.

უკვე იცით, რომ მარგველთა სალაროში ერთი თეთრიც აღარაა. სიტუაციის გასარკვევად, "ზესტაფონის" პრესატაშე სერგო ფუტკარაძეს დავუკავშირდით:

"სხდომაზე განიხილეს კლუბის დაფინანსების საკითხი. ამ ეტაპზე საკრებულომ, იურიდიული ნიუანსების გათვალისწინებით, "ზესტაფონის" სუბსიდირებაზე უარი თქვა, დაიჭირა რა ზედმეტად ფრთხილი პოზიცია. ჩემი აზრით, ეს მცდარი გადაწყვეტილებაა...

ახლა ჩვენი ერთადერთი იმედია თუნდაც ერთჯერადი დახმარება საქართველოს მთავრობისგან. ამის პარალელურად, გაგრძელდება მუშაობა საკრებულოსთან.

მთავრობის კეთილი ნების შედეგია მარტვილში სტადიონის აშენება, "დინამო არენის" რემონტი, თავის დროზე "სამტრედიის" დახმარება... იმედია,
საშველი ჩვენთვისაც გამოინახება. სხვანაირად ზესტაფონში ფეხბურთი განწირულია".

(იბეჭდება მცირე ცვლილებით)
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 11 /
koka-ს. დამისახელე ერთი კერძო კლუბი, რომელსაც რაიმე სახით სახელმწიფოსაგან დახმარება არ მიუღია.
2222
16:28 20-03-2015
0
საკრებულო კიარა მათხოვრების ხროვაა. გამკეთებლები არაფრის ხართ და რომ არ გააფუჭოთ ისიც არ შეგიძლიათ? მავნებლები ხართ ესეიგი და ზასტაფონის სირცხვილი. მთავრობა ალბათ არ დაღუპავს გუნდს, მაგრამ თქვენ არ გრცხვენიათ?
2222
10:20 20-03-2015
0

სიახლეები პოპულარული