მაგალითად, ქუთაისის "ტორპედოს" აღმოსავლეთ საქართველოში მატჩამდე ერთდღიანი მგზავრობა და დაბინავება, მინიმუმ, 3 000 ლარი მაინც უჯდება, ამაში კი საკმაოდ დიდი წილი ავტობუსის დაქირავებას მიაქვს.
ამიტომაც აღსანიშნავია ძღვენი, რომელიც "ტორპედოს" ქუთაისის მერიამ გადასცა - ავტობუსი, რამაც კლუბის ხელმძღვანელობა ძალიან გაახარა.
ქალაქის მერის, შოთა
როგორც ცნობილია, "ვისოლის" წასვლის შემდეგ უპატრონოდ დარჩენილ "ტორპედოზე" ზრუნვა ქუთაისის მერიამ ითავა. "ვისოლს" ხელშეკრულებით კლუბი 2017 წლამდე უნდა დაეფინანსებინა და რადგან ამაზე უარი თქვა, კომპანიას ჯარიმის სახით 500 ათასი დოლარის გადახდა დაეკისრა. მთავრობის ინიციატივით, ეს თანხა ქუთაისის მერიას კლუბის დასაფინანსებლად დაერიცხა. გარდა ამისა, ადგილობრივი საკრებულო "ტორპედოს" დამატებით 100 ათასი ლარით შეეწია.
კლუბის ყოველთვიური ხარჯი ზოგჯერ 120 ათას ლარსაც აღწევს და ახლა მისთვის თითოეულ თეთრს მნიშვნელობა აქვს. შოთა მურღულია ამბობს, რომ მერია "ტორპედოსთვის" კერძო ინვესტორს ეძებს და თუ ვერ იპოვა, კლუბი ადგილობრივი ბიუჯეტიდან დაფინანსდება.
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"