ქუთაისის მერიამ "ტორპედო" საკლუბო ავტობუსით დაასაჩუქრა

AutoSharing Option
ქართული კლუბები ბიზნესისგან დახმარებასა და სასურველ პირობებს მოკლებულები არიან და შედეგად, ათასგვარ პრობლემას აწყდებიან. ამ კუთხით, საინტერესოა, რომ უმაღლესი ლიგის ბევრ კლუბს არა აქვს საკუთარი სატრანსპორტო საშუალება, რის გამოც ისედაც მწირი ბიუჯეტებიდან საკმაოდ დიდ თანხებს ავტობუსების დაქირავებაში ხარჯავენ.

მაგალითად, ქუთაისის "ტორპედოს" აღმოსავლეთ საქართველოში მატჩამდე ერთდღიანი მგზავრობა და დაბინავება, მინიმუმ, 3 000 ლარი მაინც უჯდება, ამაში კი საკმაოდ დიდი წილი ავტობუსის დაქირავებას მიაქვს.

ამიტომაც აღსანიშნავია ძღვენი, რომელიც "ტორპედოს" ქუთაისის მერიამ გადასცა - ავტობუსი, რამაც კლუბის ხელმძღვანელობა ძალიან გაახარა.

ქალაქის მერის, შოთა
მურღულიას
თქმით, ავტობუსი მერიის ბალანსზე ირიცხებოდა და ამ დრომდე მისით რაგბისა და კალათბურთის გუნდები სარგებლობდნენ.

როგორც ცნობილია, "ვისოლის" წასვლის შემდეგ უპატრონოდ დარჩენილ "ტორპედოზე" ზრუნვა ქუთაისის მერიამ ითავა. "ვისოლს" ხელშეკრულებით კლუბი 2017 წლამდე უნდა დაეფინანსებინა და რადგან ამაზე უარი თქვა, კომპანიას ჯარიმის სახით 500 ათასი დოლარის გადახდა დაეკისრა. მთავრობის ინიციატივით, ეს თანხა ქუთაისის მერიას კლუბის დასაფინანსებლად დაერიცხა. გარდა ამისა, ადგილობრივი საკრებულო "ტორპედოს" დამატებით 100 ათასი ლარით შეეწია.

კლუბის ყოველთვიური ხარჯი ზოგჯერ 120 ათას ლარსაც აღწევს და ახლა მისთვის თითოეულ თეთრს მნიშვნელობა აქვს. შოთა მურღულია ამბობს, რომ მერია "ტორპედოსთვის" კერძო ინვესტორს ეძებს და თუ ვერ იპოვა, კლუბი ადგილობრივი ბიუჯეტიდან დაფინანსდება.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 2 /
წააკითხეთ ან გააგებინეთ ზესტაფონის გამოთაყვანებულ საკრებულოს
1111
14:03 30-03-2015
0
ვისოლის სათავეში მყოფი ვითომ ბიზნესმენები კიდევ დიდხანს ინანებენ რომ ერთ გენიოსის გენიალობა ვერ დაინახეს. არა და რო კითხო მაგარი ინტუიცია გვაქვსო.სულ რამდენიმე თვეში ტორპედოში სასწაულები მოხდება.
quTaiseli
00:01 31-03-2015
0

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული