"ზესტაფონი" დასკვნის მოლოდინში

AutoSharing Option
"ზესტაფონის" მომავალი ჯერაც ბურუსითაა მოცული. კლუბის გარშემო საინტერესო ამბები ხდება და ჩვენც მაქსიმალურად ვცდილობთ, ფეხი ავუწყოთ ზესტაფონურ სიახლეებს.

ახლა საქმე ასეა: დავით აბაშიძის სახელობის ქალაქის მთავარ სპორტულ არენაზე გულშემატკივრებმა კიდევ ერთი აქცია გამართეს, "ზესტაფონის" გადარჩენის მოთხოვნით. აქციას დაესწრნენ როგორც კლუბის წარმომადგენლები, ისე "ზესტაფონის" აღსაზრდელები და გულშემატკივრები.

სტადიონზე საკუთარი პოზიციის დაფიქსირების შემდეგ შეკრებილებმა მთელი ქალაქის მასშტაბით მშვიდობიანი მსვლელობა მოაწყვეს. აქცია დასრულდა ზესტაფონის გამგეობის შენობასთან.

როგორც ქალაქის ხელმძღვანელობასთან შესახვედრად მისულმა ზესტაფონელებმა გაარკვიეს, მუნიციპალიტეტის გამგებელი ტარიელ თუთარაშვილი და საკრებულოს თავმჯდომარე დავით მაღრაძე თბილისში
გამგზავრებულან, რათა კლუბის მომავალი ფინანსთა სამინისტროს ხელმძღვანელობასა და კონტროლის პალატის მაღალჩინოსნებთან გაერკვიათ.

ჩვენთვის ცნობილი გახდა პირველადი ინფორმაცია ზესტაფონის გამგებლისა და საკრებულოს თავმჯდომარის თბილისური ვოიაჟის შესახებ. როგორც შევიტყვეთ, ფინანსთა სამინისტრო პრობლემას ვერ ხედავს იმაში, რომ "ზესტაფონის" მფლობელმა ილია კოკაიამ და მუნიციპალიტეტმა კლუბი ერთობლივად დააფინანსონ. თუმცა, კონტროლის პალატაში ჯერაც ყოყმანობენ და ზესტაფონში, ალბათ, პასუხს წერილობით გაგზავნიან.

გავიგეთ, რომ "ზესტაფონი" აუცილებლად ჩაატარებს საქართველოს ეროვნული ჩემპიონატის მატჩს რუსთავის "მეტალურგის" წინააღმდეგ, ოღონდ, თუ სიტუაცია არ შეიცვალა, დიდი შანსია, კლუბმა არსებობა საერთოდ შეწყვიტოს.

დაველოდოთ. წესით, უახლოეს მომავალში საქართველოს ორგზის ჩემპიონის გარშემო მოვლენები საინტერესოდ უნდა განვითარდეს.

(იბეჭდება მცირე ცვლილებით)
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 2 /
თუ ვინმე ფიქრობს ზესტაფონის გუნდს დაშლიან და საქმე გაკეტდება ამით ძაან მაგრად ეშლება......
0
რიტ ვერ მოაგვარეს რო კლუბი დაფინანსდეს როგორც ინვესტორისგან ისე გამგეობიდან მიტუმეტეს ამის სურვილი არსებობს,ალბატ ისევ დოკუმენტებში იკარგება ეს მტავრობა
0
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული