შეგახსენებთ, რომ "ზესტაფონის" ლანჩხუთში სათამაშოდ ჩასვლა ბოლო დრომდე კითხვის ნიშნის ქვეშ იყო. კლუბის ოფიციალურ ფეისბუქის გვერდზე კი გამოქვეყნდა განცხადება, რომლის თანახმად, კლუბს გასამგზავრებლად საჭირო საწვავის ხარჯები საქართველოს ფეხბურთის ფედერაციამ აუნაზღაურებს, რაც შეეხება კვებას, გუნდს ერთ-ერთი რესტორანი, ვალად უმასპინძლებს.
ვფიქრობთ, აქ ჩვენი მხრიდან კომენტარი ზედმეტია...
"გამგეობამ კიდევ რამდენიმე დღე ითხოვა სიტუაციაში საბოლოოდ ჩამოსაყალიბებლად...
ხვალ ლანჩხუთში
ყველაზე დიდი მადლობა კი თვითოეულ ფეხბურთელსა და სტაფის ყველა წევრს - ხვალ არწასვლა ხომ ჩემპიონატიდან ავტომატურად მოხსნას ნიშნავდა...", - იტყობინება "ზესტაფონის" გვერდი.