"ზესტაფონს" საწვავს სფფ აძლევს, საკვებს - რესტორანი რიკოთზე, ოღონდ ვალად

AutoSharing Option
საფეხბურთო გუნდი "ზესტაფონი", რომელიც მძიმე ფინანსურ მდგომარეობაშია, საქართველოს ეროვნული ჩემპიონატის უმაღლესი ლიგის XXIII ტურის მატჩს ლანჩხუთის "გურიასთან" ჩაატარებს.

შეგახსენებთ, რომ "ზესტაფონის" ლანჩხუთში სათამაშოდ ჩასვლა ბოლო დრომდე კითხვის ნიშნის ქვეშ იყო. კლუბის ოფიციალურ ფეისბუქის გვერდზე კი გამოქვეყნდა განცხადება, რომლის თანახმად, კლუბს გასამგზავრებლად საჭირო საწვავის ხარჯები საქართველოს ფეხბურთის ფედერაციამ აუნაზღაურებს, რაც შეეხება კვებას, გუნდს ერთ-ერთი რესტორანი, ვალად უმასპინძლებს.

ვფიქრობთ, აქ ჩვენი მხრიდან კომენტარი ზედმეტია...

"გამგეობამ კიდევ რამდენიმე დღე ითხოვა სიტუაციაში საბოლოოდ ჩამოსაყალიბებლად...

ხვალ ლანჩხუთში
გასამგზავრებელ საწვავის ფულს ფეხბურთის ფედერაცია გვაძლევს, "პოსლეზე" ჭამას კი რიკოთის უღელტეხილზე მოქმედი რესტორანი "იმერეთი" იღებს თავზე - ორთავეს დიდი მადლობა!

ყველაზე დიდი მადლობა კი თვითოეულ ფეხბურთელსა და სტაფის ყველა წევრს - ხვალ არწასვლა ხომ ჩემპიონატიდან ავტომატურად მოხსნას ნიშნავდა...", - იტყობინება "ზესტაფონის" გვერდი.
მკითხველის კომენტარები / 8 /
მერე რა აზრი აქვს მასეთ ჩატარებულ თამაშს? თუ გუნდის შენახვის თავი არც კოკაიას აქვს და არც ქალაქს,მაშინ გაუშვან 1 ლიგაში.ზესტაფონი კი არა რამდენიმე წლის წინათ"გლაზგო რეიჯენსი"დააქვეიტეს 1ლიგაში როცა კლუბი ფინანსურად გაკოტრდა,მაგრამ ამით არაფერიც არ მომხდარა,თანაც არც სახელმწიფო ბიუჯეტიდან დაფინანსება მოუთხოვია ვინმეს.ვისაც ყავს პატრონი და აქვს ფული,უმაგლეს ლიგასჰი იმან უნდა ითამაშოს.მაგ.6 გუნდია ასეტი--ითამაშოს 6 გუნდმა.სწორი აი ეს იქნება ჩემი აზრით.სახელმწიფომ კი ფული იმ 300 ბავშვის გადარჩენაზე უნდა დახარჯოს ფული ,ყოველწლიურად შიმშილით რომ იღუპება საქართველოში.
mamulo
11:15 11-04-2015
0
მახსოვს სამტრედია მაგ დღეში რო იყო :( , სიტუაციის გამოსწორებას გისურვებთ ზესტაფონლებო,
PS : როდესაც ჩვენ გვიჭირდა გეგუჩაძე ჩვენი დაცინვის მეტს არაფერს აკეთებდა
სამტრედიელი
11:32 11-04-2015
0

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული