სფფ-ის მიერ კლუბებისთვის გაწეული ფინანსური დახმარების ანგარიში

AutoSharing Option
სპორტულ წრეებში დიდ ინტერესს იწვევს საქართველოს ეროვნული ჩემპიონატის მონაწილე გუნდების დაფინანსების საკითხი.

სამწუხაროდ, მიზანმიმართულად ხდება საქართველოს ფეხბურთის ფედერაციის მიერ ეროვნული ჩემპიონატის უმაღლესი და პირველი ლიგის კლუბებისთვის გაწეული ფინანსური დახმარების გაუფასურება და დისკრედიტაცია.

სფფ-ის ზოგიერთი ოპონენტი იმ დროს, როდესაც პფლ (პროფესიული ფეხბურთის ლიგა) ეროვნული ჩემპიონატის ორგანიზატორ ორგანოდ ფიქსირდებოდა, უფრო წარმატებულ და კლუბებისათვის სარფიან პერიოდად აფასებს, ვიდრე სფფ-ის მიერ გაწეულ დახმარებას.

2003-09 წლებში პფლ-ის მიერ გაცემულმა საპრიზო თანხამ უმაღლესი ლიგის კლუბებზე საერთო ჯამში დაახლოებით შეადგინა 800 ათასი ლარი, რაც შემდეგნაირად გადანაწილდა: 2004,
2005, 2006, 2007 წლებში მხოლოდ გამარჯვებული/ჩემპიონი გუნდი იღებდა 50 ათას ლარს, 2008 და 2009 წლებში კი სეზონის საერთო საპრიზო თანხამ 250 ათასი ლარი შეადგინა (ორ წელზე - 500 ათასი ლარი).

გვინდა აქვე დავაფიქსიროთ ჩვენი პოზიცია და აღვნიშნოთ, რომ პფლ-ის მიერ გაწეული ფინანსური დახმარება 2003-09 წლებში მართლაც აუცილებელი და მნიშვნელოვანი ფაქტორი იყო ქართული კლუბების არსებობისა და გადარჩენისათვის.

გვსურს მცირე სტატისტიკით, რომელიც ოფიციალური დოკუმენტაციით არის გამყარებული და რომლის უტყუარობის გადამოწმებაც ყველა დაინტერესებულ პირს სფფ-ის შესაბამის სამსახურში შეუძლია, საზოგადოებას მივაწოდოთ ინფორმაცია, თუ რა დაფინანსებას იღებდნენ პფლ-ისგან და რა დაფინანსებას იღებენ სფფ-ის პირობებში ეროვნული ჩემპიონატის კლუბები, მაშინ, როცა ფეხბურთის ფედერაციის მოვალეობებში არანაირად არ შედის კერძო და სახელმწიფო საკუთრებაში მყოფი კლუბების ფინანსური დახმარება. მსგავსი პრეცედენტი ევროპის არც ერთ ქვეყანაში არ ფიქსირდება.

სფფ-ის მიერ კლუბების ფინანსური დახმარება გამოწვეულია ჩვენი რეალობიდან და ეს ფეხბურთის მმართველი ორგანოს კეთილი ნებაა.

Sportall.Ge

წყარო: gff.ge
მკითხველის კომენტარები / 2 /
საღოლ არა კვახი. მაღლაა რანგში ნაკრები ან კლუბები.
domenti
08:53 17-04-2015
0
საღოლ ფედერაციას ეს არ იცოდა არავინ.
leobabu
20:20 16-04-2015
0
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული