რევაზ ჩელებაძე: მერე ვინ გადაიხდის ამ ერთწლიანი კონტრაქტის ფულს?

AutoSharing Option
16 აპრილს, ფეხბურთის ფედერაციის აღმასკომზე მნიშვნელოვანი სიახლე დაამტკიცეს: განიხილეს სფფ-ის იურიდიული სამსახურის მიერ უეფას რეკომენდაციით შემუშავებული ფეხბურთელის სტანდარტული კონტრაქტის მინიმალური მოთხოვნები და დაადგინეს - კონტრაქტი მინიმუმ ერთწლიანი იქნება!

რას ფიქრობენ ამ გადაწყვეტილებაზე საფეხბურთო სამყაროში? კომენტარისთვის კერძო და სახელმწიფო კლუბების ხელმძღვანელებსა და გამოცდილ მოთამაშეს დავუკავშირდით. ყველა აღიარებს, რომ ეს სასურველი ნაბიჯია, მაგრამ მათი პოზიციები მაინც განსხვავებული აღმოჩნდა.

სახელმწიფო კლუბის, ქობულეთის "შუქურას" პრეზიდენტი რევაზ ჩელებაძე დადგენილების ხარვეზებზე საუბრობს:

"კარგად მესმის, ამ გადაწყვეტილებით ფეხბურთის ფედერაციის აღმასკომის წევრებს რა პროცესების ხელშეწყობა სურთ და იდეაში
მათ აბსოლუტურად ვეთანხმები - ფეხბურთელი თავს დაცულად და გარანტირებულად უნდა გრძნობდეს, გუნდს კი სტაბილური შემადგენლობა უნდა ჰყავდეს.

მაგრამ, მეორე მხრივ, ჩვენს პირობებში, ეს ძალიან ძნელად განსახორციელებელი იდეაა და სახელმწიფო კლუბებს არაერთ პრობლემას შეგვიქმნის.

საქმე ისაა, რომ სახელმწიფო კლუბების დაფინანსება პიროვნულ ნებაზეა დამოკიდებული და არა სისტემაზე. მე ბედნიერი ვარ, რომ ქობულეთის გამგებელი ფეხბურთზე გადამკვდარი კაცია და "შუქურას" აფინანსებს. ასევეა მთელ აჭარაში, რადგან მინისტრთა საბჭოს თავმჯდომარის, არჩილ ხაბაძის დამსახურებაა, თითქმის ყველა რაიონში კლუბს რომ აფინანსებენ და უმაღლეს ლიგაში ორი გუნდი რომ გვყავს.

ახლა მე ვსვამ კითხვას - რომელ რეგიონშიც ფეხბურთი არ უყვართ, იმათ რა უნდა ქნან? მაგალითად, ფეხბურთის მოყვარული გამგებლის დროს, სახელმწიფო კლუბში მოთამაშეს ზაფხულში ერთწლიანი კონტრაქტი გაუფორმეს, მაგრამ დეკემბერში ფეხბურთისადმი გულგრილად განწყობილმა გამგებელმა რომ შეცვალოს და კლუბს ახალი წლის ბიუჯეტი არ გამოუყოს, ამ ერთწლიანი კონტრაქტის ფულს ვინ გადაიხდის?

მე ეს მადარდებს, თორემ ვიმეორებ - იდეა მისაღებია. მაგრამ მისი განხორციელებისთვის მყარი სახელმწიფო გარანტიები და ფეხბურთის განვითარების პროგრამა გვჭირდება. ეს იქნება ერთიანი სისტემა და სუბიექტური დამოკიდებულება გამოირიცხება".

(იბეჭდება მცირე ცვლილებით)
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 8 /
დილეტანტიზმი ის იქნებოდა რომ 40მილიონად სადმე ფეხბურთს ააღორძინებო რომ დაიჯერო რაც შეეხება ჭადრაკს ის სამწლიან პროგრამაზეა გათვლილი და ოლიმპიადასაც მოიცავს ისე ფეხბურთი ზოგადად სადღაც წლიურად 15 მილიონ ლარზე მეტით ფინანსდება სახელმწიფო ბიუჯეტიდან და საწუწუნო არაფერი არუნდა ქონდეს არავის.კლუბების დაფინანსებასაც ვგულისხმობ პლიუს 7მილიონი ფედერაციას.უბრალოდ დღევანდელი სიტუაციიდან გამომდინარე ეს თანხა არა ფეხბურთის განვითარებას არამედ არსებულის შენარჩუნებას ხმარდება.
qutaiseli
18 აპრილი 2015 14:48
0
10 გუნდიან ჩეიპიონატში კლუბებს დაფინანსებას კეტილი ბიძები გამოუგზანიან და სახელმწიფო აღარ დაჭირდებათ? სამწუხაროა,რომ დილეტანტები საუბრობენ საკითხებზე რომელიც არ იციან.ჭადრაკის განვითარებას თუ ორმოცი მილიონი ჭირდება ფეხბურთმა რა დააშავა.
giorgi
18 აპრილი 2015 14:31
0
შეამცირეთ გუნდების რაოდენობა 10-12-მდე,მიხედეთ ტოტალიზატორებსა და მსაჯებს,სელექციონერებმა
მოძებნონ ნაღდი ტალანტები და არა ნათლიმამის ძმის შვილისშვილი
მურთაზი
17 აპრილი 2015 21:45
0
კობა სამწუხაროდ მეკიარა შენ ცდები რადგან პროგრამა ნამდვილად არსებობდა და ფეხბურთის ფედერაციის მესვეურებმა დაიწუნეს სახელმწიფოს იმდენად აინტერესებს ფეხბურთი რამდენადაც აქტიურია და მოწადინებული ფეხბურთის ფედერაცია ისე რო იცოდე სახელმწიფო დოტაციაზეა ქართული ფეხბურთი თითქმიოს 100პროცენტით ისედაც როარა ბიუჯეტის ფული ქალაქიდან ქალაქში ვერ ჩავიდოდენ გუნდები თამაში კიარა რაც შეეხება კინკლაობას სწორედ ლევან ყიფიანის დაძახებულზე მივიდა ფეხბურთის ფედერაციის გენმდივანი და მხარი დაუჭირა სპორტის დეპარტამენტს და მის მინისტრს ასე რო არავითარი კინკლაობა არარსებობს დღესდღეობით და ძალიანაც შეხმატკბილებულად მოქმედებენკობა
qutaiseli
17 აპრილი 2015 21:19
0
ძალიან ცდები qutaiseli, არავითარი სახელმწიფო პროგრამა არ არსებობს, და არც აინტერესებს სახელმწიფოს რომ შქმნას, მარტო კინკლაობითაა დაკავებული ჩვენი სპორტის მინისტრი
კობა
17 აპრილი 2015 20:18
0
ფეხბურთის განვითარების სახელმწიფო პროგრამა უკვე დაწერილია ბატონო რეზო და მასზე უარი ფედერაციამ და კლუბებმა თქვეს ასე რო სახელმწიფო აქ არაფერ შუაშია ისედაც სახელმწიფოს და ბიუჯეტის ფულით ხართ გუნდების 90 პროცენტი.ისე თუ ფული არაგაქ რისი მეპატრონე ან მენეჯერი ხარ ვერგავიგე სახელმწიფოს გამოყოფილ ფულს თვითონ სახელმწიფოც კარგად მიხედავს და დაარიგეს თუ დასარიგებელია.
qutaiseli
17 აპრილი 2015 17:42
0
გაზარდეთ ფეხბურთელები, გაყიდეთ და სხვისი სახვეწარიც აღარაფერი იქნება.

ფეხბურთი მომგებიან სფეროდ მხოლოდ ასე გადაიქცევა!
გუჯა კახაძე
17 აპრილი 2015 17:36
0
შემოიღეთ 10 გუნდიანი უმაღლესი, 18-ანი პირველი და ყველაფერი მალე დალაგდება.
dada
17 აპრილი 2015 17:07
0

სიახლეები პოპულარული