გიორგი სომხიშვილი: კარგად ვიცი, რა მძიმეა, ითამაშო და არ იცოდე, 6 თვის შემდეგ რა გელის

AutoSharing Option
16 აპრილს, ფეხბურთის ფედერაციის აღმასკომზე მნიშვნელოვანი სიახლე დაამტკიცეს: განიხილეს სფფ-ის იურიდიული სამსახურის მიერ უეფას რეკომენდაციით შემუშავებული ფეხბურთელის სტანდარტული კონტრაქტის მინიმალური მოთხოვნები და დაადგინეს - კონტრაქტი მინიმუმ ერთწლიანი იქნება!

რას ფიქრობენ ამ გადაწყვეტილებაზე საფეხბურთო სამყაროში? კომენტარისთვის კერძო და სახელმწიფო კლუბების ხელმძღვანელებსა და გამოცდილ მოთამაშეს დავუკავშირდით. ყევლა აღიარებს, რომ ეს სასურველი ნაბიჯია, მაგრამ მათი პოზიციები მაინც განსხვავებული აღმოჩნდა.

გორის "დილას" მეკარე გიორგი სომხიშვილი გადაწყვეტილებას იწონებს:

"მე ბევრ სახელმწიფო კლუბში მითამაშია და კარგად ვიცი,
რა მძიმეა, ითამაშო და არ იცოდე, 6 თვის შემდეგ რა გელის - კლუბს დააფინანსებენ თუ არა, კონტრაქტს გაახანგრძლივებენ თუ გაწყვეტენ. ასეთი მდგომარეობა გუნდში არასტაბილურ და ნევროზულ გარემოს ქმნის.

არადა, გუნდიც და მოთამაშეც პროგრესს მხოლოდ მშვიდ გარემოში, სტაბილური შემადგენლობით აღწევენ. ხომ გახსოვთ, ვენის "რაპიდმა" "დილა" რომ დაამარცხა, ავსტრიელთა მწვრთნელმა თქვა - ამ გუნდს 8 წელი ვაშენებდითო. ჩვენთან კი გუნდების უმრავლესობა 6-თვიანია და მერე დაკომპლექტებას თავიდან იწყებს. ასე რას უნდა მივაღწიოთ?

ამიტომ ამ გადაწყვეტილებას აბსოლუტურად ვეთანხმები, რადგან გუნდებს გააძლიერებს და მოთამაშეებს მინიმალურ გარანტიებს მისცემს. ამ ყველაფრის შედეგს ეროვნულ ჩემპიონატშიც მალე დავინახავთ".

(იბეჭდება მცირე ცვლილებით)
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული