უმაღლესი ლიგა. XXIV ტური: ლიდერმა ბათუმის "დინამომ" ზუგდიდში წააგო

AutoSharing Option
18 აპრილს საქართველოს ეროვნული საფეხბურთო ჩემპიონატის XXIV ტურის სამი შეხვედრა გაიმართა.

სატურნირო ცხრილის ლიდერმა ბათუმის "დინამომ" სტუმრად ზუგდიდში წააგო - 1:2.

"ბაიას" ბაზაზე გამართული შეხვედრის 43-ე წუთზე ანგარიში 11-მეტრიანით შოთა ლომიამ გახსნა. ბათუმელებმა გათანაბრება 57-ე წუთზე, გიორგი ქავთარაძის გოლით შეძლეს, თუმცა დარჩენილ დროში "ზუგდიდმა" კიდევ ერთხელ გაიტანა - 89-ე წუთზე თავი ლაშა კუკავამ გამოიჩინა და საბოლოო ანგარიში დააფიქსირა.

* * *
ფრედ 1:1 დასრულდა მატჩი ქობულეთში, სადაც "შუქურა" ფოთის "კოლხეთთან" წაგებას გადაურჩა. მასპინძელთა კარში გოლი 32-ე წუთზე თამაზ ჟიშკარიანმა გაიტანა, გათანაბრება
კი 63-ე წუთზე გიორგი გურულმა მოახერხა.

* * *
ბოლნისის "სიონმა" მარტვილის "მერანს" გორში უმასპინძლა და სამი ქულა მოიპოვა. მატჩის ერთადერთი გოლი 33-ე წუთზე ლუის ალბერტომ ვიეირამ გაიტანა.

ტურის დანარჩენი ხუთი მატჩი კვირას, 19 აპრილს გაიმართება.

ასევე იხილეთ:
უმაღლესი ლიგის XXIV ტურის წინ: ­ფავორიტთა კარნახით?
მკითხველის კომენტარები / 5 /
კაცურად ეგეც სენსაციად არ მონათლოთ რაა...
Bacho
21:30 18-04-2015
0
კარგი თამაში იყო
ogafa
21:23 18-04-2015
0

სიახლეები პოპულარული