უმაღლესი ლიგა. XXIV ტური: ლიდერმა ბათუმის "დინამომ" ზუგდიდში წააგო

AutoSharing Option
18 აპრილს საქართველოს ეროვნული საფეხბურთო ჩემპიონატის XXIV ტურის სამი შეხვედრა გაიმართა.

სატურნირო ცხრილის ლიდერმა ბათუმის "დინამომ" სტუმრად ზუგდიდში წააგო - 1:2.

"ბაიას" ბაზაზე გამართული შეხვედრის 43-ე წუთზე ანგარიში 11-მეტრიანით შოთა ლომიამ გახსნა. ბათუმელებმა გათანაბრება 57-ე წუთზე, გიორგი ქავთარაძის გოლით შეძლეს, თუმცა დარჩენილ დროში "ზუგდიდმა" კიდევ ერთხელ გაიტანა - 89-ე წუთზე თავი ლაშა კუკავამ გამოიჩინა და საბოლოო ანგარიში დააფიქსირა.

* * *
ფრედ 1:1 დასრულდა მატჩი ქობულეთში, სადაც "შუქურა" ფოთის "კოლხეთთან" წაგებას გადაურჩა. მასპინძელთა კარში გოლი 32-ე წუთზე თამაზ ჟიშკარიანმა გაიტანა, გათანაბრება
კი 63-ე წუთზე გიორგი გურულმა მოახერხა.

* * *
ბოლნისის "სიონმა" მარტვილის "მერანს" გორში უმასპინძლა და სამი ქულა მოიპოვა. მატჩის ერთადერთი გოლი 33-ე წუთზე ლუის ალბერტომ ვიეირამ გაიტანა.

ტურის დანარჩენი ხუთი მატჩი კვირას, 19 აპრილს გაიმართება.

ასევე იხილეთ:
უმაღლესი ლიგის XXIV ტურის წინ: ­ფავორიტთა კარნახით?
მკითხველის კომენტარები / 5 /
იმედია ამას სენსაციად არ მონათლავთ ეხლა ...
Bacho
18:14 18-04-2015
0
საწყენია მერანის წაგება, ნელ-ნელა უახლოვდება გასავარდნ ზონას. და ეს უტვინო და უცოდინარი მწვრთნელების დამსახურებაა. ღონღაძეს მართლა მწვრთნელი ეგონა თავი, სიმბოლურში მოვხვდიო და თავი კაცად მოქონდა. არადა მიზან მიმართულად ჩაძირა მერანი. ამას გვიან მიხვდები კლუბის დირექტორო. მაგრამ უკვე ძაან გვიან იქნება. ბოლოს გაიგებთ თუ რას წარმოადგენს ღონღაძე.
ქუთაისი
18:18 18-04-2015
0

სიახლეები პოპულარული