10:15 20-04-2015
გურია-ტორპედო 1:3 - გოლი, რომელიც ბევრმა ვერ ნახა! [VIDEO]
AutoSharing Option
მათმა გვარიანმა ნაწილმა კი პირველი გოლი ვერ ნახა - როცა მაყურებელი ჯერ კიდევ ტრიბუნაზე წესიერად მოკალათებულიც არ იყო, სიმყუდროვე ქუთათური ფანების ოვაციამ დაარღვია: ცენტრიდან გათამაშებული ბურთი ზაზა ჭელიძემ მეტოქის საჯარიმოსკენ გაგზავნა და გურული მცველების "ჩაძინებამ" ვერანაირად დააკნინა სტუმართა მე-18 ნომრის სისწრაფე - კირკიტაძე იქ როგორ გაჩნდა, გურულებმა როცა გაიგეს, მათ მეკარეს ბურთი უკვე ბადიდან გამოჰქონდა...
ამის შემდეგ "ტორპედო" მასპინძელთა არევით სარგებლობას ეცადა, მაგრამ "გურიამ" თამაშის გათანაბრებაც მოახერხა და რაც სტუმარმა დაცვაზე მეტი ყურადღება გადაიტანა, უპირატესობაც მოიპოვა.
თუმცა პირველ ტაიმში გატანა ვერც მათ შეძლეს და ვერც იმერლებმა, რომლებიც სწრაფად გადადიოდნენ შეტევაზე და მეტოქის შეტევაზე "დაჭერას" ლამობდნენ.
არც მეორე ტაიმში დაუთმიათ სადავეები გურულებს, თუმცა სანამ თემურ ლორია მოედანზე ვილი ისიანს შეუშვებდა, მხოლოდ მცდელობები ჰქონდათ ქუთათურთა მწვავე ჩხვლეტების ფონზე: კობა შალამბერიძეს, ალეკო კოშკაძესა და ვანო წილოსანს სახიფათო "გასროლით" ვახტანგ კვარაცხელიამ უპასუხა.
მასავით ახალშესული იყო ისიანი, მატჩის მშვენება-გოლი რომ გაიტანა - ბექა შეყრილაძემ, ვისი საუმაღლესლიგო კარიერაც "გურიაში" დაიწყო, ბურთს ოდენ თვალი გააყოლა - 1:1.
ლანჩხუთელებმა მოსაგებად გაიწიეს და ფსიქოლოგიური უპირატესობის სათავისოდ გამოყენება სცადეს - იმავე ისიანს, კოშკაძესა და შალამბერიძეს შანსებიც მიეცათ, მაგრამ ვერ გამოიყენეს.
მასპინძლებს ძალაც არ ჰყოფნიდათ, რითიც ქუთათურებმა კარგად ისარგებლეს - გიორგი ქიმაძემ წინ გაიყვანა თავისიანები, ხოლო კვარაცხელიამ მასპინძლებს საბოლოოდ გადაუწურა იმედი...
P.S.
19 აპრილს, საღამოს, ცნობილი გახდა, რომ ლანჩხუთის "გურიის" ხელმძღვანელობამ გუნდის სამწვრთნელო შტაბი სრული შემადგენლობით დაითხოვა. ამასთან დაკავშირებით, "გურიის" მთავარი მწვრთნელი თემურ ლორია დღეისთვის პრესკონფერენციის გამართვას გეგმავს.
სავარაუდოდ, დღესვე "გურიის" უფროსობა მის შემცვლელსაც დაასახელებს.
საქართველოს ეროვნული ჩემპიონატი. უმაღლესი ლიგა. XXIV ტური
19.04. ლანჩხუთი. "ევგრაფი შევარდნაძე". 3000 მაყურებელი
გურია-ტორპედო 1:3
გოლები: 0:1 კირკიტაძე (1), 1:1 ისიანი (74), 1:2 ქიმაძე (86), 1:3 კვარაცხელია (88)
გურია: მ. გოგუაძე, ჭეიშვილი, ბ. ცინცაძე (8. გოგიაშვილი), ე. კილაძე, მჭედლიშვილი, ზოზულია, მოსიაშვილი (83. მათიაშვილი), კოშკაძე, ბენაშვილი, შალამბერიძე, წილოსანი (65. ისიანი).
სათადარიგოები: იმერლიშვილი, შეველი, ინგოროყვა, კ. ღაღანიძე
მწვრთნელი: თემურ ლორია
ტორპედო: შეყრილაძე, ადამაძე, მირცხულავა, კლიმიაშვილი (83. ბაბუნაშვილი), კირკიტაძე, ქიმაძე, კანკია, პუხაევი (46. მამასახლისი), ჭელიძე, კვერნაძე (60. ვ. კვარაცხელია), ბ. ტუღუში.
სათადარიგოები: ქებაძე, ზ. გოგუაძე, მახვილაძე, შევჩენკო
მწვრთნელი: გ. დარასელია
გაფრთხილება: პუხაევი (26), კანკია (71), ბენაშვილი (87)
არბიტრი: დ. ხარიტონაშვილი.
ბომბარდირები
გ. პაპუნაშვილი (დინამო თბ) 10
ი. მოდებაძე (დილა) 10
ჯ. დვალი (ზესტაფონი)* 10
ო. კვერნაძე (ტორპედო) 9
შ. ლომია (ზუგდიდი) 9
დ. სიჭინავა (კოლხეთი/სიონი) 8
ნ. კვეკვესკირი (დილა) 7
ნ. საბანაძე (დინ. თბ/ტორპ) 7
თ. კაპანაძე (სამტრედია) 7
თ. მუმლაძე (ჩიხურა) 7
შენიშვნა: * - ჯაბა დვალი კარიერას მოლდოვის "დაჩიაში" განაგრძობს
მომდევნო (XXV) ტური
24 აპრილი, პარასკევი
დილა-შუქურა
ტორპედო-ჩიხურა
ვიტ ჯორჯია-სიონი
ცხინვალი-დინამო (თბ)
კოლხეთი-მეტალურგი
ზუგდიდი-სამტრედია
25 აპრილი, შაბათი
დინამო (ბთ)-გურია
მერანი-ზესტაფონი
28 აპრილი, სამშაბათი
საქართველოს დ. ყიფიანის სახელობის თასი. 1/2-ფინალი. საპასუხო მატჩები.
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 1 /
მოწონებების მიხედვით
თარიღის მიხედვით
ეს იყო ალბათ ყველაზე სწრაფი (მე-7 წამზე) გოლი ქართული ფეხბურთის ისტორიაში
0
0
ყველა კომენტარი
გააკეთეთ კომენტარი
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.
ასევე დაგაინტერესებთ
უძრავი ქონება
107.00 k
150.00 k
სიახლეები
პოპულარული