გორის "დილა" ილია კოკაიას კომენტარს არაკორექტულს უწოდებს და განცხადებას ავრცელებს

AutoSharing Option
20 აპრილს "საზოგადოებრივი მაუწყებლის" სპორტულ თოქ-შოუ "არენაში" საფეხბურთო კლუბ "ზესტაფონის" ყოფილი პრეზიდენტის, ილია კოკაიას ინტერვიუ გავიდა, სადაც მან ჩვენი კლუბის მისამართით არაკორექტული კომენტარი გააკეთა.

ამასთან დაკავშირებით, საფეხბურთო კლუბი გორის "დილა" განცხადებას ავრცელებს.

"უხერხულია დღევანდელი გორის "დილას" მისამართით ასეთ აბსურდულ ბრალდებაზე კომენტარის გაკეთება.

ჩვენ გვესმის, რომ ეროვნული ჩემპიონატის სეზონი მთავრდება და დაძაბულობა მატულობს. "დილა" სამართლიანად იმყოფება პირველ ადგილზე.

ჩვენ მსგავსი სიბინძურის წინააღმდეგნი ვართ და არც ამ ბინძურ საინფორმაციო ომში ვაპირებთ ჩაბმას.
საფეხბურთო კლუბი "დილა" მზად არის, გახსნილად ითანამშრომლოს ყველა დონეზე".
მკითხველის კომენტარები / 13 /
დაგვანებეთ ყველამ თავი,ჩვენ არავის ვეჯიბრებით,ჩევნ ფეხბურთს ვთამაშობთ და ჩემპიონობა გვინდა.წელს კარგი და ძლიერი გუნდი გვყავს, ქალაქი და მერია გუნდს გვერდში უდგას და ერთიანი ძალისხმევით გორის დილა გახდება კიდევაც ჩემპიონი.ჩვენ ვწუხვართ .ზესტაფონელთა ტრაგედიით,მაგრამ ამაზე ადრე უნდა ეფიქრათ ვისაც ფეხბურთი აინტერესებს.დილა ლიდერებშია სეზონის დასაწყისიდან და სიბინძურეს ჩვენთან ნუ ეძებთ,თქვენი მარცხის მიზეზებში თქვენ გაერკვიეთ,დილას კი თავი დაანებეთ.ზოგადად კი ზესტაფონს წარმატებებს ვუსურვებთ.გორელები
გორელი გორელი
14:12 22-04-2015
0
რატომ არის საცოდაობა დილას ჩემპიონობა? ანდა რატომ უნდა იყოს დინამო -ზუგდიდი კლასიკო და არა ტორპედო-ბათუმი? ანდა რა გორელების ბრალია თქვენ რომ გუნდი არ გყავთ? ან როდის მერე გახდა სამეგრელო პოტენციალით და ტრადიციებით გორზე მეტი და უკეთესი ჩვენც გვითხარი რაა...
bacho-s
12:10 22-04-2015
0
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული