ამასთან დაკავშირებით, საფეხბურთო კლუბი გორის "დილა" განცხადებას ავრცელებს.
"უხერხულია დღევანდელი გორის "დილას" მისამართით ასეთ აბსურდულ ბრალდებაზე კომენტარის გაკეთება.
ჩვენ გვესმის, რომ ეროვნული ჩემპიონატის სეზონი მთავრდება და დაძაბულობა მატულობს. "დილა" სამართლიანად იმყოფება პირველ ადგილზე.
ჩვენ მსგავსი სიბინძურის წინააღმდეგნი ვართ და არც ამ ბინძურ საინფორმაციო ომში ვაპირებთ ჩაბმას.