გორის "დილა" ილია კოკაიას კომენტარს არაკორექტულს უწოდებს და განცხადებას ავრცელებს

AutoSharing Option
20 აპრილს "საზოგადოებრივი მაუწყებლის" სპორტულ თოქ-შოუ "არენაში" საფეხბურთო კლუბ "ზესტაფონის" ყოფილი პრეზიდენტის, ილია კოკაიას ინტერვიუ გავიდა, სადაც მან ჩვენი კლუბის მისამართით არაკორექტული კომენტარი გააკეთა.

ამასთან დაკავშირებით, საფეხბურთო კლუბი გორის "დილა" განცხადებას ავრცელებს.

"უხერხულია დღევანდელი გორის "დილას" მისამართით ასეთ აბსურდულ ბრალდებაზე კომენტარის გაკეთება.

ჩვენ გვესმის, რომ ეროვნული ჩემპიონატის სეზონი მთავრდება და დაძაბულობა მატულობს. "დილა" სამართლიანად იმყოფება პირველ ადგილზე.

ჩვენ მსგავსი სიბინძურის წინააღმდეგნი ვართ და არც ამ ბინძურ საინფორმაციო ომში ვაპირებთ ჩაბმას.
საფეხბურთო კლუბი "დილა" მზად არის, გახსნილად ითანამშრომლოს ყველა დონეზე".
მკითხველის კომენტარები / 13 /
არავის გეწყინოთ მაგრამ სააცოდაობაა გორის დილა ჩემპიონობისთვის იბრძოდეს და ზუგდიდი და ფოტის კოლხეთი უმაღლეს ლიგაში ადგილის შენარჩუნებისთვის იბრძოდნენ,ეს სამეგრელოს სირცხვილია,სამეგრელოს სირცხვილია ისიც რომ ამ 25 წლის განმავლობაში ერთი ბრძოლისუნარიანი გუნდი ვერ შეიქმნა და ვერცერთხელ გახდა საქართველოს ჩემპიონი,არადა საქართველოში სწორედ რომ თბილის დინამო და ზუგდიდი უნდა ასრულებდნენ რეალისა და ბარსელონას ელ კლასიკოს ჩვენებურ ვარიანტს,ერთხელ და სამუდამოდ გაითველისწინეთ მეგრელებო ეს!!!
Bacho
14:36 21-04-2015
0
ებ ბანძი ყველაფერში სხვას ადანაშაულებს . დაავირწყდა ის რომ დაუმსახურებლადვ მეორე ჩემპიონობა რო მისცეს?
gaga
14:52 21-04-2015
0

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული