13 მომხრე, 17 წინააღმდეგი - "ზესტაფონი" საკრებულოსგან არ დაფინანსდება

AutoSharing Option
დაახლოებით ოთხი საათის განმავლობაში გრძელდებოდა 21 აპრილს გამართული ზესტაფონის საკრებულოს სხდომა, რომელსაც მხოლოდ ერთი საკითხი უნდა განეხილა - დააფინანსებდა თუ არა სახელმწიფო "ზესტაფონს".

სხდომას გულშემატკივართა ნაწილიც ესწრებოდა. ამიტომ არ იყო გასაკვირი, რომ საკრებულოს წევრებს ხმაურიანი დისპუტი გაუმართეს...

13 მომხრე და 17 წინააღმდეგი - ასეთი ვერდიქტი გამოიტანა ზესტაფონის საკრებულომ. ეს კი იმის დამადასტურებელია, რომ "ზესტაფონი" არ დაფინანსდება.

ამ დროისთვის, ქალაქი რეგიონულ ლიგაში მოასპარეზე "მარგვეთის" ამარა რჩება. ოღონდ ჯერაც უცნობია, სად ითამაშებს ეს კლუბი, რომელიც აქამდე "ზესტაფონის" კუთვნილ საფეხბურთო ინფრასტრუქტურას იყენებდა.

(იბეჭდება
მცირე ცვლილებით)
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

ასევე იხილეთ:
ილია კოკაია: დამნაშავეა მთელი საფეხბურთო ოჯახი
ტეგები:
მკითხველის კომენტარები / 8 /
რად უნდათ უსაქმურების დაფინანსება მართალია არ უნდა დააფინანსონ
მდა
11:00 22-04-2015
0
რა თქმა უნდა არ უნდა დაფინანსდეს. 100 კაცზე მეტი რო ბილეთს არ იყიდის თამაშზე ის გუნდი საჭირო არაა. გულშემატკივარი არ ყავს და იმიტომ.
0

სიახლეები პოპულარული