გორის "დილას" პასუხი ილია კოკაიას ივანე ჯუღელთან დაკავშირებით

AutoSharing Option
საფეხბურთო კლუბი გორის "დილა" თავის ოფიციალურ საიტზე ილია კოკიას ინტერვიუსთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს. ტექსტს უცვლელად გთავაზობთ.

* * *
"21 აპრილს ს. კ. "ზესტაფონის" ყოფილმა პრეზიდენტმა ილია კოკაიამ, სხვადასხვა ტელევიზიის საშუალებით, კვლავ ისაუბრა გორის "დილაზე" და ჩვენი მისამართით დასვა კითხვა - რა როლი აკისრია ივანე ჯუღელს კლუბის საქმიანობაში?

ჩვენი მხრიდან, გვინდა დავაკმაყოფილოთ ილია კოკაიას ცნობისმოყვარეობა და ვუპასუხოთ, რომ ივანე ჯუღელი არის წარმატებული საფეხბურთო აგენტი, რომელთანაც ჩვენ გვაკავშირებს საქმიანი საფეხბურთო ურთიერთობა ფეხბურთელებთან
დაკავშირებით.

მისი რამდენიმე ფეხბურთელი ამჟამად ირიცხება გორის საფეხბურთო კლუბ "დილაში" და ბუნებრივია მისი ინტერესიც ჩვენ მიერ ჩატარებულ შეხვედრებში".

წყარო: www.fcdila.ge
მკითხველის კომენტარები / 2 /
რა გიხარიათ მერე, რა საქმე გაქვთ მაგ მაფიოზებთან, ფეხბურთი როდისღა უნდა ითამაშოთ :)
fakundo
10:27 23-04-2015
0
წარმატებული საფეხბურთო აგენტი კი არა გაქანებული ტრეფიკიორია...))
Walkabout
11:06 23-04-2015
0
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული