"ზესტაფონის" დაფინანსების მომხრე და მოწინააღმდეგე დეპუტატების სია

AutoSharing Option
ზესტაფონური ორომტრიალი გრძელდება. ამ დროისთვის, ადგილობრივი საფეხბურთო კლუბი მოხსნილია ეროვნული ჩემპიონატის უმაღლესი ლიგის გათამაშებიდან, თუმცა ზესტაფონში ჯერაც არ კარგავენ იმედს, რომ მარგველები მიმდინარე სეზონს მაინც ჩაამთავრებენ, თუმცა ეს უკვე სხვა თემაა და მას, სავარაუდოდ, კიდევ მივუბრუნდებით...

მომხრე და წინააღმდეგი
მოგეხსენებათ, 21 აპრილს გაიმართა ზესტაფონის საკრებულოს სხდომა, რომელმაც მიიღო გადაწყვეტილება, არ დაეფინანსებინა ადგილობრივი კლუბი. ალბათ, ფართო საზოგადოებისთვის საინტერესო უნდა იყოს, ვინ იყო მომხრე და ვინ - წინააღმდეგი ყველასგან მიტოვებული კლუბის დაფინანსებისა.

"ზესტაფონის" დაფინანსებას ხმა მისცა ქალაქის საკრებულოს 13-მა დეპუტატმა. ვიცით მოწინააღმდეგეთა ვინაობაც.
მათი სია "ზესტაფონის" "ფეისბუქის" ოფიციალურ გვერდზე გამოქვეყნდა.

ვფიქრობთ, ამ სიის გაცნობა ჩვენი გაზეთის მკითხველისათვის უინტერესო არ უნდა იყოს.

მოკლედ, "ზესტაფონის" დაფინანსებას ხმა მისცეს:

1. ზაზა გოცაძე
2. კახა გეწაძე
3. ბესიკ ღიბრაძე
4. ზაალ ფერაძე
5. ოლეგ ჭანკოტაძე
6. ნუგზარ ფერაძე
7. მაია ჩხეიძე
8. ვარლამ სირდაძე
9. გელა სხილაძე
10. იმედა ბებიაშვილი
11. კობა გოჩელეიშვილი
12. ზურაბ გეწაძე
13. სერგო ფუტკარაძე

მხარი არ დაუჭირეს:
1. დავით მაღრაძე
2. კახა შავგულიძე
3. ლევან ურიადმყოფელი
4. ლაშა საყვარელიძე
5. გივი თუთბერიძე
6. ჯიმშერ მახათაძე
7. ელენე წაქაძე
8. რობერტ მახათაძე
9. მამუკა კურტანიძე
10. იგორ ბერაძე
11. ამირან ბახტიძე
12. გალაქტიონ ვარდოსანიძე
13. რომან ჯუღელი
14. მანანა ცქიტიშვილი
15. გოჩა მაჭავარიანი
16. ირაკლი კვეტენაძე
17 თორნიკე კახნიაშვილი

ზესტაფონის დეპუტატი პარლამენტში შალვა კიკნაველიძე შესაბამის ორგანოებს საფეხბურთო კლუბ "ზესტაფონის" გადარჩენის თხოვნით მიმართავს. მკითხველს ვთავაზობთ დეპუტატის მიერ გავრცელებულ განცხადებას:

"ყველას მოგეხსენებათ საფეხბურთო კლუბ "ზესტაფონის" გარშემო ბოლო დროს განვითარებული მოვლენების შესახებ. მიუხედავად არაერთი მცდელობისა, სამწუხაროდ, პრობლემის მოგვარება ვერ ხერხდება და დღეს გუნდის არსებობა-არარსებობის საკითხი დგას.

ადგილობრივ ხელისუფლებას არ აღმოაჩნდა სამართლებრივი რესურსი, ბაზა და უფლებამოსილება არსებული პრობლემის მოსაგვარებლად. შესაბამისად, ზესტაფონელები, შესაძლოა, საფეხბურთო გუნდის გარეშე დარჩნენ.

იმის გათვალისწინებით, რომ სხვა რეალურ ალტერნატივას ამ ეტაპზე ვეღარ ვხედავ, როგორც ერთმა რიგითმა ზესტაფონელმა, რიგითმა მოქალაქემ, თხოვნით მინდა მივმართო ცენტრალურ ხელისუფლებას, სპორტის სამინისტროსა და ფეხბურთის ფედერაციას, გამოიჩინონ კეთილი ნება გუნდის მომავლის გადასარჩენად.

მივმართავ ყველა იმ ადამიანს, ვისაც ხელეწიფება და ვისი ვალდებულებაცაა ფეხბურთის გადარჩენა, გამოვძებნოთ ყველა სამართლებრივი საშუალება, რათა ფეხბურთი შევუნარჩუნოთ ქალაქს".

ახალგაზრდა დეპუტატის სურვილი და მისწრაფება მისასალმებელია, მაგრამ ჩნდება ლოგიკური კითხვა - დაგვიანებული ხომ არ არის?! მით უმეტეს, საკრებულოს სხდომაზე კლუბის დაფინანსებას ხმა "ქართული ოცნების" წარმომადგენელთა უმრავლესობამ არ მისცა.

ჯერჯერობით, ამ საკითხთან დაკავშირებით პოზიცია არ დაუფიქსირებია პარლამენტში ზესტაფონის მეორე რჩეულს - გოგი ქავთარაძეს.

(იბეჭდება მცირე ცვლილებით)
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 9 /
17 indauri gvyavs sakrebuloshi ran gveshveleba xaalxooooooooo
1234
10:43 24-04-2015
0
ქავთარაძეს რა ჯანდაბა უნდა პარლამენტში, რამ აგარჩევიათ დეპუტატათ .... და არაფრის მაქნისი. ის 17 დამპალს ნეტა რა უნდა.
DATO
18:27 23-04-2015
0

სიახლეები პოპულარული