შეხვედრას 15 კლუბის პრეზიდენტი და დირექტორი ესწრებოდა. მხოლოდ "სამტრედიის" წარმომადგენლებმა ვერ შეძლეს მოსვლა.
შეხვედრა ორ საათს გაგრძელდა. შეკრებილებმა რამდენიმე მნიშვნელოვან საკითხზე იმსჯელეს. ისაუბრეს "ზესტაფონში" შექმნილ ვითარებაზე და მოუსმინეს კლუბის დირექტორს - მიხეილ ხუციშვილს, რომელმაც განაცხადა, რომ კლუბი სფფ-ის სადისციპლინო კომიტეტის გადაწყვეტილებას სააპელაციო ორგანოში გაასაჩივრებს.
ამასთან, სფფ-ის შეთავაზებას, რომ მიმდინარე სეზონის ბოლოს, ჩემპიონატისა და თასის გამარჯვებული გუნდებისთვის დაწესდეს საპრიზო ფონდი, კლუბების ხელმძღვანელთა აბსოლუტურმა უმრავლესობამ მხარი დაუჭირა.
რაც შეეხება საქართველოს დავით ყიფიანის სახელობის თასის გათამაშების გამარჯვებულს, ის ფედერაციისგან 100 ათას ლარს მიიღებს.
სფფ-ის პრესსამსახური