თავისი შეხვედრა დამაჯერებლად მოიგო და სატურნირო ცხრილში ლიდერობა გაიმყარა გორის "დილამ", რომელმაც შინ ქობულეთის "შუქურას" ანგარიშით 5:2 სძლია.
ანგარიშით 1:4 განადგურდა ჩემპიონობისთვის მებრძოლი თბილისის "დინამო", რომელმაც "ცხინვალთან" "მიხეილ მესხზე" გამართულ მატჩში ანგარიში კი გახსნა, მაგრამ უპირატესობა დიდხანს ვერ შეინარჩუნა.
უმაღლესი ლიგა. XXV ტური
დილა-შუქურა 5:2
გოლები: 1:0, 4:1 მიხაილ გორელიშვილი (9, 59), 2:0 გიორგი ერისთავი (24), 3:0, 5:2 ირაკლი მოდებაძე (39, 75), 3:1 გიორგი ჩელებაძე (41), 4:2 თორნიკე
ცხინვალი-დინამო (თბ) 4:1
გოლები: 0:1 მათე ცინცაძე (25), 1:1 გიორგი ივანიშვილი (40), 2:1 ნიკა კაჭარავა (60), 3:1 ბიძინა მახარობლიძე (87), 4:1 რატი ცაწკრიალაშვილი (90).
ვიტ ჯორჯია-სიონი 2:0
გოლები: 1:0 ელგუჯა ლობჟანიძე (30), 2:0 კახა კახაბრიშვილი (45+2).
კოლხეთი-მეტალურგი 3:0
გოლები: 1:0 გურამ გურეშიძე (29), 2:0 ომარ გოგონაია (65), 3:0 მერაბ გიგაური (65).
ზუგდიდი-სამტრედია 1:1
გოლი: 0:1 ლევან კაკუბავა (67), 1:1 ლაშა ღონღაძე (78, პენ).
ტურის ბოლო შეხვედრა კი შაბათს, 25 აპრილს, ქობულეთში გაიმართება, სადაც ბათუმის "დინამო" ლანჩხუთის "გურიას" უმასპინძლებს.