უმაღლესი ლიგა. XXVI ტური: "გურიამ" ლანჩხუთში "ზუგდიდი" გააცამტვერა

AutoSharing Option
1-ელ მაისს საქართველოს ეროვნული საფეხბურთო პირველობის XXVI ტურის ორი შეხვედრა გაიმართა.

უხვგოლიანი შეხვედრა გაიმართა ლანჩხუთში, სადაც ადგილობრივმა "გურიამ" "ზუგდიდი" არ გაახარა - 5:0.

ანგარიში უკვე მე-10 წუთზე კობა შალამბერიძემ გახსნა, ხუთიოდე წუთში კი სხვაობა ორბურთიან ალექსანდრე კოშკაძემ გახადა. მატჩის მეორე ტაიმში დუბლით ვილი ისიანი (55, 71) გამოირჩა, ზუგდიდელთა განადგურებას კი წერტილი ერეკლე კილაძემ (75) დაუსვა.

დღის მეორე შეხვედრა ქობულეთში ჩატარდა, სადაც "შუქურამ" მარტვილის "მერანი" მიიღო და ანგარიშით 1:3 დამარცხდა.

ანგარიში 38-ე წუთზე დათა წულაიამ გახსნა, სხვაობა ორბურთიანი კი ლაშა ჯღამაიამ
(50) გახადა. მასპინძლებმა მხოლოდ ერთი ბურთი გაქვითეს - სხვაობის დროებით შემცირება თორნიკე თუხარელმა 61-ე წუთზე შეძლო, საბოლოო ანგარიშით კი მსაჯის მიერ კომპენსირებულ მე-4 წუთზე ვაჟა ქიქავამ დააფიქსირა.

ტურის დანარჩენი ხუთი მატჩი შაბათს, 2 მაისს გაიმართება.

იხილეთ ვრცლად:
უმაღლესი ლიგის XXVI ტურის წინ: ყველაზე აქტუალური მეოთხე ადგილია!


მკითხველის კომენტარები / 3 /
კოშკაძემ არა მეორე ბენაშვილმა შედაგდო
Gela
19:51 01-05-2015
0
როგორ შეიძლება" გააცამტვერა"ამით ხომ შუღლს ვთესავთ ერთმანეთში,ეს კი ჩხუბის საწინდარია.
გია
23:03 01-05-2015
0

სიახლეები პოპულარული