საშინო მატჩში გამარჯვება იზეიმა სატურნირო ცხრილის ლიდერმა გორის "დილამ", რომელმაც ფოთის "კოლხეთი" მინიმალური ანგარიშით დაამარცხა.
გამარჯვებული ვერ გამოვლინდა დღის მთავარ შეხვედრაში, რომელშიც ჩემპიონობისთვის მებრძოლმა ბათუმის "დინამომ" ქობულეთში თბილისის "დინამო" მიიღო. თამაშში გოლი არ გასულა - 0:0, შესაბამისად, პირველ ადგილოსან "დილასთან" ამ გუნდების ჩამორჩენა სატურნირო ცხრილში კიდევ უფრო გაიზარდა.
უმაღლესი ლიგა. XXXVII ტური
9 მაისი
დინამო (ბთ)-დინამო (თბ) 0:0
დილა-კოლხეთი 1:0
გოლი: 1:0 ირაკლი მოდებაძე
გურია–სამტრედია 3:1
გოლები: 1:0 ვილი ისიანი (19), 2:0 დიმიტრი ზოზულია (42), 2:1 დიმიტრი ზოზულია (50, ავტოგოლი), 3:1 იური შეველი (90).
ტორპედო–სიონი 1:0
გოლი: 1:0 ვახტანგ კვარაცხელია (89).
ზუგდიდი–ჩიხურა 1:1
გოლები: 1:0 დავით მეგრელიშვილი (35), 1:1 ლაშა ჩიკვაიძე (38).
ცხინვალი–ზესტაფონი 3:0
(ტექნიკური წაგება).
8 მაისი
ვიტ ჯორჯია-შუქურა 0:1
გოლი: 0:1 ზვიად მეტრეველi (70).
მერანი-მეტალურგი 3:0
გოლები: 1:0 აკაკი შულაია (47), 2:0 დათა ციცხვაია (49), 3:0 ნოდარ კიკნაველიძე (75).