12:02 18-05-2015
მერანი-დილა 1:1 - მარტვილი ჩემპიონებს ღირსეულად შეხვდა [VIDEO]
AutoSharing Option
პირველი სახიფათო მომენტი სტუმრებმა შექმნეს - ჯაფარიძის ჩაწოდებულს ბაგაევი თავით გამოეხმაურა, თუმცა მიზანმა უმტყუნა. ამას რამდენიმე წუთში საპირისპირო კართან მოჰყვა ხიფათი - ფონიავას დარტყმა არაზუსტი გამოდგა. ხუთიოდე წუთში იმავე ფონიავას გადაცემა წყაროზიამ ვერ აქცია გოლად.
25-ე წუთზე, ჩვეულებისამებრ, ლევან გეგეჭკორმა გაილაღა ფლანგზე, თუმცა მისი გადაცემა ვაჟა ქიქავამ ვერ შეირგო. ცოტა ხანში ფიფიამ ითამაშა კარგად, ცრუ მოძრაობით რამდენიმე მცველი ჩამოიცილა და საჯარიმოში შესულმა საკმაოდ ზუსტად და ძლიერად კი დაარტყა, თუმცა - ოდნავ არაზუსტად.
მარტვილელებმა გოლი 35-ე წუთზე მაინც გაიტანეს: ფონიავა დასარტყმელ პოზიციაზე გავიდა, დაარტყა კიდეც და მიგინეიშვილმა, მართალია, ბურთი მოიგერია, თუმცა დამატებაზე ყველას დათა ციცხვაიამ დაასწრო და ანგარიში გახსნა - 1:0. სხვათა შორის, ზედიზედ მერამდენე ტურია, ციცხვაია მოედანს უგოლოდ არ ტოვებს.
ტაიმის ბოლოს გორელებმა მწვავე შეტევა წამოიწყეს, საჯარიმოში შესულ თექთურმანიძე-ახალკაცის "დუეტს" კიჭი მელიავა ჩაუვარდა ფეხებში და საკუთარი გუნდი უსიამოვნებისაგან იხსნა.
შესვენების შემდეგ ჩემპიონი გუნდის ახალგაზრდა მწვრთნელმა უჩა სოსიაშვილმა ცვლილებებს მიმართა - სეთურიძის, თექთურმანიძისა და ერისთავის ნაცვლად, მოედანზე ძარია, კვეკვესკირი და გორელიშვილი შეუშვა. განსაკუთრებით აქტიურობდა კვეკვესკირი, რასაც გოლიც მოჰყვა. ერთ ეპიზოდში მან ძლიერად დაარტყა. ბეგაშვილმა ბურთი კი უკუაგდო, მაგრამ დამატებაზე ახალკაცმა მეკარეს შანსი აღარ დაუტოვა - 1:1.
მანამდე მერანელებს მართებდათ ანგარიშის ორამდე გაზრდა - ფლანგურ გადაცემას ფონიავა აგვირგვინებდა, თუმცა მიგინეიშვილმა დამაჯერებლად ითამაშა.
ბოლოსკენ ქართლელები გააქტიურდნენ - ბეგაშვილმა ჯერ კვეკვესკირის, მოგვიანებით კი ერისთავის დარტყმული გააუვნებელყო.
"მერანმა" მიმდინარე სეზონში უკანასკნელად ითამაშა ადგილობრივი გულშემატკივრების წინაშე და უნდა ითქვას, ჩემპიონ "დილასთან" თავი ღირსეულად წარმოაჩინა.
საქართველოს ეროვნული ჩემპიონატი. უმაღლესი ლიგა. XXIX ტური
17.05. მარტვილი. "მურთაზ ხურცილავა"
მერანი-დილა 1:1
გოლები: 1:0 დ. ციცხვაია (35), ახალკაცი (69)
მერანი (4-2-3-1): ბეგაშვილი - მელიავა, ორბელაძე, ლომაშვილი, გეგია - წყაროზია, ქიქავა (77. შულაია) - გეგეჭკორი, ფონიავა, ფიფია (66. ჯღამაია) - დ. ციცხვაია (84. წურწუმია).
სათადარიგოები: მამალაძე, ს. ლომია, ი. ციცხვაია, ციკოლია
მწვრთნელი: ვლადიმირ ლობასი
დილა (4-4-2): მიგინეიშვილი - ბაგაევი, ქარქუზაშვილი, ჯაფარიძე, მარიჩი - რაზმაძე, სეთურიძე (46. ძარია), წიქარიძე, თექთურმანიძე (51. კვეკვესკირი) - ახალკაცი, ერისთავი (85. გორელიშვილი).
სათადარიგოები: სომხიშვილი, გვალია, კვახაძე, სამხარაძე
მწვრთნელი: უჩა სოსიაშვილი
გაფრთხილება: ბაგაევი (24), გეგეჭკორი (35), ერისთავი (56), ბეგაშვილი (65), ჯღამაია (80), წიქარიძე (84), მელიავა (84)
არბიტრი: ი. კვირიკაშვილი.
ბომბარდირები:
ი. მოდებაძე (დილა) 14
გ. პაპუნაშვილი (დინამო თბ) 13
ნ. კაჭარავა (ცხინვალი) 11
ჯ. დვალი (ზესტაფონი)* 10
ო. კვერნაძე (ტორპედო) 9
შ. ლომია (ზუგდიდი) 9
დ. სიჭინავა (კოლხეთი/სიონი) 9
გ. ბერიაშვილი (დინამო ბთ) 8
შენიშვნა: * - ჯაბა დვალი კარიერას მოლდოვის "დაჩიაში" განაგრძობს
ბოლო ტური (XXX) ტური
22 მაისი, პარასკევი
სიონი-გურია
დილა-ვიტ ჯორჯია
დინამო (თბ)-ჩიხურა
კოლხეთი-ცხინვალი
მეტალურგი-ტორპედო
სამტრედია-მერანი
შუქურა-დინამო (ბთ)
ზესტაფონი-ზუგდიდი.
(იბეჭდება მცირე ცვლილებით)
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 1 /
მოწონებების მიხედვით
თარიღის მიხედვით
გორის დილას ფეხბურთელებს, მწვრთნელებს, კლუბის ყველა მუშაკს და ყველა გორელ გულშემტკივარს ვულოცავ საქართველოს 2014-2015 წლის სეზონის ღირსეულ ჩემპიონობას ფეხბურთში. ვუსურვებ ფეხბურთელებსაც და გულშემატკივრებს ასევე ღირსეულად დაეცვათ და აემაღლებინოთ საქართველოს ფეხბურთის პრესტიჟი ევროპაში. ვფიქრობ ''დილა''-ს და მის გულშემატკივარსაც დაუგროვდა საკმაო გამოცდილება ევროტურნირზე გარკვეული წარმატებით გამოსასვლელად. გაიხარეთ გორელებო და სულ გამარჯვებით გევლოთ.
0
0
ყველა კომენტარი
გააკეთეთ კომენტარი
ასევე დაგაინტერესებთ
107.00 k
150.00 k
სიახლეები
პოპულარული