ცხინვალი-მეტალურგი 7:2 - რბევა ვაკეში და კაჭარავას ჰეთ-თრიკი

AutoSharing Option
"ცხინვალმა" ვაკეში დაარბია გაჭირვებული "მეტალურგი". ვიხილეთ ეროვნული ჩემპიონატის ერთ-ერთი უსწრაფესი გოლი, გიორგი ივანიშვილის შესრულებით.

ამ სიტუაციაშიც კი "მეტალურგმა" ორი ბურთი შეაგდო კონტრშეტევებზე, თუმცა ბოლოს ძალა გამოეცალა და ფარ-ხმალი დაყარა.

რუსთაველებს ვერ მოძღვრავდა ვირუსშეყრილი დამრიგებელი ვარლამ კილასონია, ვინც სამწვრთნელო სავარძელში ანდრო კოროშინაძემ შეცვალა.

მატჩის საუკეთესო მოთამაშე კი ჰეთთრიკოსანი ნიკა კაჭარავა გახდა.

საქართველოს ეროვნული ჩემპიონატი. უმაღლესი ლიგა. XXIX ტური
17.05. თბილისი. "მიხეილ მესხი" (სათ)
ცხინვალი-მეტალურგი 7:2
გოლები: 1:0 ივანიშვილი (1), 1:1 ბერუაშვილი (50), 1:2 ზვიადაძე (59), 2:2 კაჭარავა (62), 3:2 შინდაგორიძე (63),
4:2 ცერცვაძე (71), 5:2 ქოჩლაძე (74), 6:2 კაჭარავა (78), 7:2 კაჭარავა (89)
ცხინვალი: გ. მ. ნადირაძე, ბაჩიაშვილი, იმედაშვილი, მაისაშვილი, ივანიშვილი, თარხნიშვილი (82. ბურძენაძე), ლეკვთაძე (46. ქოჩლაძე), ცერცვაძე, ბ. ქარდავა, შინდაგორიძე (78. არაბული), კაჭარავა.
სათადარიგოები: ნანიევი, ცაცკრიალაშვილი, კაჭკაჭიშვილი, ნ. ჯიშკარიანი
მწვრთნელი: კახა კაჭარავა
მეტალურგი: გ. ვ. ნადირაძე, მინდორაშვილი, ნარიმანიძე, ხიზანეიშვილი, ზვიადაძე, ბერუაშვილი (74. სარიშვილი), მიქაუტაძე, შუშიაშვილი (46. პაქსაშვილი), ბარაბაძე, გაბაშვილი, ოქროპირიძე (46. ციცქიშვილი).
სათადარიგოები: ს. ქარდავა, ნოზაძე, გ. ჩიკვაიძე, ბიწკინაშვილი
მწვრთნელი: ვარლამ კილასონია
გაფრთხილება: ბერუაშვილი (70)
არბიტრი: გ. ყრუაშვილი

ბომბარდირები:
ი. მოდებაძე (დილა) 14
გ. პაპუნაშვილი (დინამო თბ) 13
ნ. კაჭარავა (ცხინვალი) 11
ჯ. დვალი (ზესტაფონი)* 10
ო. კვერნაძე (ტორპედო) 9
შ. ლომია (ზუგდიდი) 9
დ. სიჭინავა (კოლხეთი/სიონი) 9
გ. ბერიაშვილი (დინამო ბთ) 8
შენიშვნა: * - ჯაბა დვალი კარიერას მოლდოვის "დაჩიაში" განაგრძობს

ბოლო ტური (XXX) ტური
22 მაისი, პარასკევი
სიონი-გურია
დილა-ვიტ ჯორჯია
დინამო (თბ)-ჩიხურა
კოლხეთი-ცხინვალი
მეტალურგი-ტორპედო
სამტრედია-მერანი
შუქურა-დინამო (ბთ)
ზესტაფონი-ზუგდიდი.

გუბაზ ფესტვენიძე
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

სიახლეები პოპულარული