რაღა დაგიმალოთ და, გამიხარდა - ნიკა საბანაძემ ქუთაისის "ტორპედო" დატოვა

AutoSharing Option
ქუთაისის "ტორპედომ" სეზონი დაასრულა და ფეხბურთელები შვებულებაში გაუშვა. ცხადია, გუნდში საკადრო სიახლეები იქნება.

ერთ-ერთი უკვე ცნობილია - გუნდი დატოვა ნიკა საბანაძემ. არადა, "ტორპედოს" ხელმძღვანელობა მასზე დიდ იმედებს ამყარებდა.

თავად ფეხბურთელი განმარტავს: "დამიკავშირდნენ და მითხრეს, რომ კონტრაქტს ვეღარ გავაგრძელებთ. მოულოდნელი გადაწყვეტილება იყო, მაგრამ, რაღა დაგიმალოთ და, გამიხარდა - თავისუფალი აგენტი გავხდი და დარწმუნებული ვარ, გუნდს მალე მოვძებნი.

წინადადებები მანამდეც მქონდა და არჩევანი ახლაც მაქვს. მიუხედავად ტრავმისა, ვიცი, რომ ჩემით რამდენიმე კლუბია დაინტერესებული", - გვითხრა საბანაძემ.

შეგახსენებთ, რომ ქუთაისის "ტორპედოს" გარდა, საბანაძეს
"ზესტაფონსა" და თბილისის "დინამოში" უთამაშია, იყო საქართველოს ახალგაზრდული ნაკრების კანდიდატი, კახა ცხადაძემ კი მალტა-გერმანიამდე გაფართოებულ სიაში დაასახელა, მაგრამ სწორედ მაშინ მიიღო ტრავმა.

გარდა ამისა, შევიტყვეთ, რომ ქუთაისელთა კიდევ ერთი თავდამსხმელით, ოთარ კვერნაძით, თბილისის "დინამო" დაინტერესდა. თუმცა, ამ მხრივ, ჯერ კიდევ ბევრი რამაა დასაზუსტებელი.

(იბეჭდება მცირე ცვლილებით)
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 4 /
"დინამო"--გაიგე!!!!"ტორბედო არ არის მეორე "დინამო2".დაანებე სხვა ქარტული კლუბებიდან ფეხბურთელების წაყვანას,თორემ არასოდეს გვექნება ძლიერი უმაღლესი ლიგა ,არ გეყოლება ძლიერი მოწინააღმდეგეები და ვერასოდეს მიაღწევ წარმატებას ევროპულ ასპარეზზე.ტორბედოს და სხვა ქართულ კლუბებს არააქვთ იმის ფული უცხოელი ფეხბურთელები იყიდონ.
mamulo
13:40 26-05-2015
0
ტორპედოს პრობლემა ყოველთვის ცუდი ხელმძღვანელობა იყო და ახლაც იგივეა. ფხაკაძეები ფეხბურთის გაგებაში არ იყვნენ და ამას არც მალავდნენ და როგორც კი მიშამ დაახვია ამათაც აახვიეს.მაგრამ საინტერესოა ახლანდელი ხემძღვანელი,ბაბუჩემის თაობის ყოფილი კომუნისტი საიდან გამოაძვრეს და რატომ ჩააბარეს ჩვენი ტორპედო?ეს რის სპონსორის მომძებნია. ნორმალური კომპანია რომ მოვიდეს პირველ რიგში მას გაუშვებენ სახლში.ამიტომაც კიდე დიდხანს იბოდიალებს ვითომ საქმეს აკეთებს და სინამდვილეში დრო გაყავს.
quTaiseli
13:58 26-05-2015
0
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული