კლუბის პრესსამსახურის უფროსის, რამაზ ჩხიკვაძის თქმით, ახალ გუნდებს მოძებნიან მცველები - თენგიზ ჩიკვილაძე, რომეო კანკია და გივი იოსელიანი, ნახევარმცველები - ლაშა ქებაძე და ნიკა კვასხვაძე, აგრეთვე, თავდამსხმელები - ბუდუ ზივზივაძე, ნიკა საბანაძე და ვახტანგ კვარაცხელია.
ამავე დროს, ცნობილი გახდა, რომ "ტორპედოს" მთავარმა მწვრთნელმა გიორგი დარასელიამ ჯერ მხოლოდ ორი ფეხბურთელის დატოვება გადაწყვიტა: ახალი კონტრაქტები გაუფორმეს გურამ ადამაძესა და გიორგი ქიმაძეს.
ადამაძემ კლუბთან ხელშეკრულება 2016 წლის 1-ელ ივნისამდე გაახანგრძლივა. 26 წლის
ასევე ერთი წლით გააგრძელა კონტრაქტი მარცხენა მცველმა ქიმაძემ. მან ზამთრის მოსამზადებელი ეტაპი საჩხერის "ჩიხურასთან" ერთად გაიარა და "ტორპედოში" მოულოდნელად, თებერვალში, სატრანსფერო "ფანჯრის" დახურვის დღეს გადავიდა.
22 წლის მცველი მალე გუნდის ძირითადი შემადგენლობის შეუცვლელი ფეხბურთელი გახდა - შეტევებში კარგი ჩართვით, ტექნიკური და აზრიანი თამაშით გულშემატკივართა სიყვარული დაიმსახურა. ქიმაძემ "ტორპედოს" მაისურით ჩატარებულ 15 შეხვედრაში 1 გოლითაც გამოიჩინა თავი.
(იბეჭდება მცირე ცვლილებით)
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"