საქართველოს დავით ყიფიანის თასის მფლობელი თბილისის "დინამო" მოახლოებული ევროსარბიელისთვის გაძლიერდება. ამის შესახებ Sportall.ge-ს თბილისელთა თავკაცმა გია გეგუჩაძემ აცნობა.
როგორც "დინამოს" თავკაცი განმარტავს, ბევრი ფეხბურთელის კანდიდატურა განიხილება, კონკრეტული გვარების დასახელებისგან კი ამ ეტაპზე თავს იკავებს.
- კიშინიოვის "დაჩიაში" ფინანსური პრობლემებია და ქართველ ფორვარდებს, რომლებიც ამ გუნდის მაისურით ასპარეზობდნენ, გუნდიდან წამოსვლა სურთ. განიხილავთ ჯაბა დვალის კანდიდატურას?
- პირველად მესმის, რომ დვალი "დაჩიადან" მოდის. ორი კვირის წინ ვესაუბრე მას და მითხრა, რომ გუნდში ყველაფერი რიგზე იყო.
- გამორიცხავთ
- გამორიცხული არაფერია. მისი კანდიდატურის განხილვას წინ არაფერი უდგას, ისევე, როგორც ბევრი სხვა ფეხბურთელის.
- ევროსარბიელისთვის გაძლიერებას აპირებთ?
- დიახ, გუნდი გაძლიერდება. როგორც გითხარით, ბევრი მოთამაშის კანდიდატურა განიხილება, თუმცა ამ ეტაპზე, კონკრეტული არაფერია. განხილვა იქნება და ვინც საჭირო იქნება, მათ დავიმატებთ.
არ ეკადრება "ლელოს" ასეთი სუსტი ჟურნალისტები და ასეთი "ყვითელი" ინტერვიუები!