"დილას" მთავარი მწვრთნელი უჩა სოსიაშვილი ქალაქის ხელმძღვანელობას შეხვდა. როგორ დასრულდა ეს შეხვედრა? ამ და სხვა საკითხებზე "დილას" თავკაცმა თავად გვიამბო:
"ქალაქის ხელმძღვანელობა ყველანაირადაა მოწადინებული, რომ "დილამ" ევროთასებზე წარმატებით ითამაშოს. მათგან ძალიან დიდ მხარდაჭერას და კეთილგანწყობას ვგრძნობთ, რაც გასახარია.
5 ივნისს, საღამოს, ოფიციალურად გვეცოდინება, როგორი იქნება ჩვენი კლუბის ბიუჯეტი. 6 ივნისს კი გავაკეთებთ განცხადებას ჟურნალისტებისთვის...
რაც
ბევრი რამ იმაზე იქნება დამოკიდებული, თუ როგორ მზადყოფნაშია გუნდი კონკრეტული შეხვედრისთვის.
ჩვენი გეგმების თაობაზე უფრო ზუსტად 6 ივნისიდან შეგვეძლება საუბარი".
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"