"ლელო" გუშინ 32 წლის ცენტრალურ მცველს შეეხმიანა და მომავალი ტრანსფერის გარდა, საქართველოს ნაკრების ორ უახლოეს შეხვედრაზეც ესაუბრა.
- დამიჯერეთ, ჯერ არაფერი გადაწყვეტილა. ამ ეტაპზე მეც არ ვიცი, სად გავაგრძელებ კარიერას. მართლა არ ვიცი, თორემ არ დაგიმალავდით. რომ ვთქვა, რამე კონკრეტული და ასპროცენტიანი ვარიანტი მაქვს-მეთქი, ესეც ტყუილი გამომივა.
- როგორც ვიცით, არის
- არ მინდა ამ თემაზე საუბარი. რამე რომ იყოს გარკვეული, ნამდვილად გეტყოდით. ცოტა მოვიცადოთ...
- როდის უნდა გაირკვეს თქვენი მომავალი გუნდის საკითხი?
- სავარაუდოდ, საქართველოს ეროვნული ნაკრების ორი მატჩის შემდეგ. ვფიქრობ, ამ თემაზე მაშინ უფრო მეტი მეცოდინება.
- როგორ ინარჩუნებთ ოპტიმალურ სათამაშო ფორმას? მხოლოდ ინდივიდუალური ვარჯიშით?
- არა, საქართველოს ნაკრების ზოგიერთი ფეხბურთელი, ვინც ახლა თბილისშია, ნაკრების ბაზაზე ვიკრიბებით და იქ ვვარჯიშობთ.
- რას იტყვით უკრაინასა და პოლონეთთან გასამართ სანაკრებო მატჩებზე?
- ორივე ძლიერი მეტოქეა. რა თქმა უნდა, პოლონეთის ნაკრებთან არ იქნება იოლი თამაში. ყველა ვხედავთ, როგორ თამაშობს ადამ ნავალკას გუნდი შესარჩევ ტურნირში...
- პოლონელებს რამდენიმე ვარსკვლავი ჰყავთ - ლევანდოვსკი, პიშჩეკი, კრიხოვიაკი, ბლაშჩიკოვსკი... თქვენ რომელს გამოარჩევდით?
- აგერ, რამდენი კარგი ფეხბურთელი ჩამოთვალეთ... ფაქტია, პოლონურ ფეხბურთში აღმავლობაა, ძალიან კარგი თაობა ჰყავთ. მე ლევანდოვსკის გამოვარჩევ. ვფიქრობ, მისი გაქანების ფორვარდი დღეს ბევრი არ არის ევროპულ ფეხბურთში.
- წლეულს ტრავმებმა შემოგიტიათ. ხართ კი ოპტიმალურ ფორმაში?
- ოთხი თვიდან სამი ტრავმამ გამაცდენინა. ეს ცუდია, მაგრამ ახლა თავს კარგად ვგრძნობ და ის მღელვარებაც დაძლეული მაქვს, ჩვეულებრივ, ტრავმის შემდეგ რომ გრძნობს ფეხბურთელი.
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"