ალეკო ამისულაშვილი: სავარაუდოდ, ამ ორი მატჩის შემდეგ...

AutoSharing Option
ბაქოს "ინტერიდან" წამოსული ალეკო ამისულაშვილი რამდენიმე ქართული კლუბისთვისაა სასურველი ფეხბურთელი. ეს, განსაკუთრებით, გორის "დილაზე" ითქმის, რომელსაც სულ მალე ჩემპიონთა ლიგის საკვალიფიკაციო ეტაპზე მოუწევს ასპარეზობა. ითქვა თბილისის "დინამოს" ინტერესის თაობაზეც.

"ლელო" გუშინ 32 წლის ცენტრალურ მცველს შეეხმიანა და მომავალი ტრანსფერის გარდა, საქართველოს ნაკრების ორ უახლოეს შეხვედრაზეც ესაუბრა.

- დამიჯერეთ, ჯერ არაფერი გადაწყვეტილა. ამ ეტაპზე მეც არ ვიცი, სად გავაგრძელებ კარიერას. მართლა არ ვიცი, თორემ არ დაგიმალავდით. რომ ვთქვა, რამე კონკრეტული და ასპროცენტიანი ვარიანტი მაქვს-მეთქი, ესეც ტყუილი გამომივა.

- როგორც ვიცით, არის
"დილას" ინტერესი. ახსენეს თბილისის "დინამოც"...

- არ მინდა ამ თემაზე საუბარი. რამე რომ იყოს გარკვეული, ნამდვილად გეტყოდით. ცოტა მოვიცადოთ...

- როდის უნდა გაირკვეს თქვენი მომავალი გუნდის საკითხი?
- სავარაუდოდ, საქართველოს ეროვნული ნაკრების ორი მატჩის შემდეგ. ვფიქრობ, ამ თემაზე მაშინ უფრო მეტი მეცოდინება.

- როგორ ინარჩუნებთ ოპტიმალურ სათამაშო ფორმას? მხოლოდ ინდივიდუალური ვარჯიშით?
- არა, საქართველოს ნაკრების ზოგიერთი ფეხბურთელი, ვინც ახლა თბილისშია, ნაკრების ბაზაზე ვიკრიბებით და იქ ვვარჯიშობთ.

- რას იტყვით უკრაინასა და პოლონეთთან გასამართ სანაკრებო მატჩებზე?
- ორივე ძლიერი მეტოქეა. რა თქმა უნდა, პოლონეთის ნაკრებთან არ იქნება იოლი თამაში. ყველა ვხედავთ, როგორ თამაშობს ადამ ნავალკას გუნდი შესარჩევ ტურნირში...

- პოლონელებს რამდენიმე ვარსკვლავი ჰყავთ - ლევანდოვსკი, პიშჩეკი, კრიხოვიაკი, ბლაშჩიკოვსკი... თქვენ რომელს გამოარჩევდით?
- აგერ, რამდენი კარგი ფეხბურთელი ჩამოთვალეთ... ფაქტია, პოლონურ ფეხბურთში აღმავლობაა, ძალიან კარგი თაობა ჰყავთ. მე ლევანდოვსკის გამოვარჩევ. ვფიქრობ, მისი გაქანების ფორვარდი დღეს ბევრი არ არის ევროპულ ფეხბურთში.

- წლეულს ტრავმებმა შემოგიტიათ. ხართ კი ოპტიმალურ ფორმაში?
- ოთხი თვიდან სამი ტრავმამ გამაცდენინა. ეს ცუდია, მაგრამ ახლა თავს კარგად ვგრძნობ და ის მღელვარებაც დაძლეული მაქვს, ჩვეულებრივ, ტრავმის შემდეგ რომ გრძნობს ფეხბურთელი.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 5 /
ამისულაშვილი ყველა ზემოთ ჩამოთვლილზე გამოცდილია და სწორედ ეს გამოცდილება აკლდა ხოლმე დილას ჯგუფურ ეტაპამდე. სამწუხაროდ დღეს არც ერთ ქარტულ კლუბს აქვს იმის ფუფუნება რო ამისულაშვილის დონის ფეხბურტელზე უარი თქვას...
irakli apkhaidze
17:11 04-06-2015
0
სრულიად ვეთანხმები გოგის.მთელი სეზონის განმავლობაში ერთი თამაში არ ჩაუგდია არც ხურცილავას და არც ქარქუზაშვილს, რომლებიც მთელი წელი სტაბილურად თამაშობდნენ,ასევე ბაგაევი და კვახაძეც. ჩემი აზრით ნავალოვსკის დამატებით კიდევ უფრო გაძლიერდება დაცვა.
merabi
16:48 04-06-2015
0

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული