სეზონის ლაურეატები: ირაკლი მოდებაძე საქართველოში საუკეთესოა! [PHOTO]

AutoSharing Option
გაზეთმა "ლელომ" და კომპანია "ლიდერბეთმა", "პალიტრამედიის" კუთვნილ "ბიბლუს გალერიში", საქართველოს ეროვნული ჩემპიონატის ლაურეატები დააჯილდოვეს.

ფაქტი ერთია - ბოლო დროს საქართველოს ჩემპიონატში მოასპარეზე ფეხბურთელები მსგავს ღონისძიებებს მოკლებულნი იყვნენ. გვახსოვს, თავის დროზე რამხელა აჟიოტაჟი სდევდა თან "დიას" დაჯილდოების ცერემონიალს. ეს იყო ძალზე დიდი სტიმული ჩვენს პირველობაზე მოთამაშე ფეხბურთელებისთვის და ამიტომ, ვფიქრობთ, 4 ივნისის ღონისძიება, რომელიც სამომავლოდ ტრადიციული გახდება, ხელს შეუწყობს საქართველოს ეროვნული ჩემპიონატის დონის ამაღლებას.

საღამოს უძღვებოდა ლეგენდარული სპორტული კომენტატორი ჯამლეთ ხუხაშვილი. საუკეთესოები შემდეგ ნომინაციებში გამოვლინდნენ:

საუკეთესო მეკარე - მიხეილ ალავიძე ("დინამო",
ბათუმი)
საუკეთესო მცველი - ლაშა თოთაძე ("დინამო", თბილისი)
საუკეთესო ნახევარმცველი - ნიკა კვეკვესკირი ("დილა")
საუკეთესო თავდამსხმელი - ირაკლი მოდებაძე ("დილა")
საუკეთესო ახალგაზრდა ფეხბურთელი - გიორგი პაპუნაშვილი ("დინამო", თბილისი)
საუკეთესო დებიუტანტი - გიორგი ჩელებაძე ("შუქურა")
სეზონის აღმოჩენა - გუგა ფალავანდიშვილი ("დილა")
საუკეთესო ლეგიონერი - ლუის ალბერტო ("სიონი")
სეზონის საფეხბურთო დინასტია - კახა და ნიკა კაჭარავები ("ცხინვალი")
სეზონის დაბრუნება - შოთა ჭეიშვილი (ბათუმის "დინამოს" მთავარი მწვრთნელი), ალექსანდრე იაშვილი ("სამტრედია")
საუკეთესო მწვრთნელი - უჩა სოსიაშვილი ("დილა")
საუკეთესო ფეხბურთელი - ირაკლი მოდებაძე ("დილა")

ლაურეატები დააჯილდოვეს გაზეთ "ლელოს" მთავარმა რედაქტორმა თენგიზ გაჩეჩილაძემ, სახელგანთქმულმა ფეხბურთელებმა - რევაზ ჩელებაძემ, თენგიზ სულაქველიძემ და გელა კეტაშვილმა, სპორტულმა ჟურნალისტებმა - მიხეილ აბაიშვილმა და გია ტუხაშვილმა, "ლიდერბეთის" ხელმძღვანელმა ბესო ხოკერაშვილმა, საქართველოს ფეხბურთის ფედერაციის საშეჯიბრებო კომიტეტის ხელმძღვანელმა დიმიტრი ბოკერიამ.

რამდენიმე ლაურეატი (ლაშა თოთაძე, გიორგი პაპუნაშვილი, ლუის ალბერტო, ნიკა კაჭარავა, შოთა ჭეიშვილი, ალექსანდრე იაშვილი) დაჯილდოების ცერემონიალს საპატიო მიზეზის გამო ვერ ესწრებოდა. ლუის ალბერტოს ნაცვლად კი ჯილდო "სიონის" მთავარმა მწვრთნელმა ლადო ბურდულმა ჩაიბარა. დანარჩენები პრიზებს შესაძლებლობისთანავე მიიღებენ.
იხილეთ ფოტოგალერეა
Sportall.Ge

აქვე, საქართველოს ეროვნული ჩემპიონატის საუკეთესო ფეხბურთელისა და ჩვენი პირველობის გამორჩეული მწვრთნელის კომენტარებიც.

ირაკლი მოდებაძე:
"მოხარული ვარ დღევანდელი დღის გამო. ასეთი ღონისძიებები საქართველოს ეროვნულ ჩემპიონატში მოასპარეზე ყველა ფეხბურთელისთვის დიდი სტიმულია.

ის ჯილდოები, რომლებიც მოვიგე, არ არის მხოლოდ ჩემი დამსახურება. ამაში მთელი "დილას" წვლილია.

ვეცდები, ბოლომდე გავამართლო დიდი ნდობა და ვითამაშო ის ფეხბურთი, რომელიც ჩემს გულშემატკივრებს გაახარებს".

უჩა სოსიაშვილი:
"საქართველოს ეროვნულ ჩემპიონატს ალამაზებს ასეთი ღონისძიებები, ფეხბურთელებსა და მწვრთნელებს კი დიდ სტიმულს აძლევს. ჩემთვის ასეთი პიროვნებების გვერდით ყოფნა სასიამოვნოა.

"დილას" ძალიან საპასუხისმგებლო მატჩები ელის წინ. გუნდი სულ მალე ჩემპიონთა ლიგაზე ითამაშებს და ჩვენ ყველაფერს გავაკეთებთ საიმისოდ, რომ თამასა დაბლა არ დავუშვათ.

დიდი მადლობა მინდა გადავუხადო ამ საღამოს ორგანიზატორებს".

სამადლობელი სიტყვები სხვაც ბევრი იყო. ეს გასაკვირი არ არის - დღევანდელ ქართულ ფეხბურთში ასეთი ღონისძიებების კატასტროფული დეფიციტია. გასაგებია, რომ დღეს საქართველოს ჩემპიონატი იმ დონის არ არის, როგორიც ყველას გვინდა, რომ იყოს, მაგრამ თუ ერთად არ გამოვასწორეთ ნაკლი, ის თავს არასოდეს დამალავს...

"ლელოსა" და "ლიდერბეთის" მიერ ორგანიზებულ ღონისძიებას ქართული სპორტული მედიის არაერთი წარმომადგენელი ესწრებოდა. ჩვენი კოლეგების აზრი ჩვენსას ემთხვევა - ეს წამოწყება სამომავლოდაც უნდა გაგრძელდეს და ტრადიციული გახდეს!

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 3 /
საუკეთესო დინასტია, ამას ჯამლეტა თუ მოიფიქრებდა მხოლოდ.DD
sabonis
13:30 05-06-2015
0
არაფერი მაქვს ჯამლეტის საწინააღმდეგო მაგრამ ლეგენდარულები იყვნენ ეროსი და კოტე
დავითი
12:09 05-06-2015
0

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული