გორის "დილაში" დაფინანსებაზე პასუხს ელიან და ნათან ჟუნიორზე ფიქრობენ

AutoSharing Option
ფოტოზე: ნათან ჟუნიორს "დილაში" 2012-13 წლებში უთამაშია
დღეს, 5 ივნისს გადაწყდება, რა თანხით დაფინანსდება "დილა" მომავალ სეზონში. შესაბამისად, გაირკვევა, მოახერხებენ თუ არა გორელები იმ ფეხბურთელების დამატებას, ჩემპიონთა ლიგის საკვალიფიკაციო ეტაპისთვის რომ სჭირდებათ.

"დილასთვის" პრიორიტეტულ ფეხბურთელთა ვინაობა უკვე არაერთხელ გამცნეთ. ისიც ცნობილია, რომ გორული კლუბის გარდა, მათ სხვა ქართულ და, ასევე, უცხოურ გუნდებში იწვევენ.


როგორც შევიტყვეთ, "დილას" ხაბაროვსკის "სკა ენერგიიდან" წამოსული ბრაზილიელი ფორვარდის, ნათან ჟუნიორის გადაბირებაც უნდა. ეს 26 წლის შემტევი 2012-13 წლებში უკვე
იცავდა "დილას" ღირსებას და 21 შეხვედრაში 7 გოლიც გაიტანა.

(იბეჭდება მცირე ცვლილებით)
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 2 /
ato-ს პასუხად-რატომ იბოღმები,მეგობარო? გორელები ჭკვიანები აღმოვჩდით,რომ ავირჩიეთ მერად ფეხბურთის მოყვარული დიდებული/ყველა გაგებით/ ადამიანი ბ-ნი ზურაბ ჯირკველიშვილი და ასევე მხარის გუბერნატორი ბ-ნი ზურაბ რუსიშვილი.მათი უდიდესი დამსახურებაა რათქმაუნდა უჩა სოსიაშვილთან/მთ.მწვრთნელი/ერთად "დილას"გაჩემპიონება.წარმატებებს ვუსურვებ მათ შემდგომ არჩევნებში,ასევე წარმატებებს ვუსურვებ"დილას" ევროსარბიელზე.
avto
16:54 05-06-2015
0
მაგათ ისე ვინ დატოვებს? მაგათთვის ყველაფერი შეიძლება. სხვებისთვის კი - არაფერი.
0
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული