კახა კაჭარავა: ჩემი სურვილია, ევროპა ლიგის მატჩები ცხინვალში ჩავატაროთ

AutoSharing Option
მალე "ცხინვალი" არსებობის ისტორიაში პირველად დაიცავს საქართველოს ღირსებას ევროპა ლიგაზე.

როგორც გუნდის მთავარმა მწვრთნელმა კახა კაჭარავამ გვითხრა, "ცხინვალი" ევროპული ბატალიებისთვის თბილისში მოემზადება.]

- ახალი სეზონისთვის სამზადისი უკვე დაიწყეთ?
- დავიწყეთ. ამ ეტაპზე გუნდი ორჯერადი ვარჯიშების რეჟიმზეა გადასული. ყველაფერს ვაკეთებთ საიმისოდ, რომ ევროტურნირებს მზადყოფნაში შევხვდეთ.

- თუ ახერხებთ უცხოურ შეკრებაზე გამგზავრებას?
- უცხოეთში გამგზავრება ვერ მოესწრო. მთავრობის მხრიდან ჩვენი კლუბის დახმარების საკითხი დადებითად გადაწყდა, მაგრამ დრო აღარ გვყოფნის. საქართველოშიც შეიძლება ნაყოფიერად მომზადება.

-
ამხანაგური მატჩები თუ დაგეგმეთ?

- გადაწყვეტილია, რომ გასვლით ამხანაგურ შეხვედრას გავმართავთ სომხეთში, "პიუნიკთან". გარდა ამისა, ერთ-ერთი სომხური კლუბი თბილისში ჩამოვა.

- რას იტყვით "ცხინვალის" პოტენციურ ახალწვეულებზე? არის იმის შანსი, რომ გია გრიგალავამ და გიორგი მერებაშვილმა ევროთასებზე დაიცვან თქვენი გუნდის ღირსება?
- შანსი, რა თქმა უნდა, არის. რაც შეეხება ჩვენს მიმართულებას, გვინდა, პროგრესირებადი, ახალგაზრდული გუნდი "გავაკეთოთ".

არ ვუყურებთ საკითხს ისე, რომ, აი, გავედით ევროთასებზე და ამით მორჩა ყველაფერი, პირიქით - არ გვინდა, "ცხინვალი" ხალხმა დაიმახსოვროს, როგორც ერთწლიანი გუნდი.

- სად უმასპინძლებთ ევრომეტოქეებს?
- ჩემი დიდი სურვილია, ცხინვალში ვითამაშოთ... მეტოქეებს "მიხეილ მესხზე" მივიღებთ.

(იბეჭდება მცირე ცვლილებით)
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული