კაკუბავა, ბოლქვაძე და ლობჟანიძე "ცხინვალის" ღირსებას დაიცავენ

AutoSharing Option
ფოტოზე: ლევან კაკუბავა
"ცხინვალი" ევროპა ლიგისთვის საქართველოში მოემზადება. გუნდის მთავარმა მწვრთნელმა კახა კაჭარავამ კი განაცხადა, რომ შემადგენლობის კარდინალურ გადახალისებას არ აპირებს. ცხადია, ახალწვეულები მაინც არიან.


ცხინვალელთა რიგებში ითამაშებს 24 წლის ცენტრალური მცველი ლევან კაკუბავა. ის ბოლოს "სამტრედიაში" ირჯებოდა.

კაჭარავასთან იქნება 35 წლის ნახევარმცველი დავით ბოლქვაძე, რომლის ბოლო კლუბიც ასევე "სამტრედია" იყო.

"ცხინვალის" ღირსებას დაიცავს "სიონის" ყოფილი ფეხბურთელი, 25 წლის ფლანგელი ზვიად ლობჟანიძეც.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

სიახლეები პოპულარული