ბაქარ მირცხულავა: "ტორპედოში" ვრჩები და იმედი მაქვს, გუნდს წინსვლაში დავეხმარები

AutoSharing Option
როგორც ცნობილია, ქუთაისის "ტორპედომ" წინა სეზონი რომ დაასრულა, ყველა ფეხბურთელს ავტომატურად ამოეწურა კლუბთან ხელშეკრულების ვადა. ზოგთან სამწვრთნელო შტაბმა არ ისურვა თანამშრომლობა, ზოგს კი ახალი კონტრაქტები შესთავაზეს...

ამასობაში, არაფერი იყო ცნობილი ბაქარ მირცხულავას შესახებ და ბევრი კითხულობდა - რატომ არ გაახანგრძლივა "ტორპედოსთან" ხელშეკრულება გუნდის ერთ-ერთმა ლიდერმა?

აღმოჩნდა, რომ მირცხულავას სხვა გუნდების შეთავაზებები არც განუხილავს და გუნდში რჩება. წინა პირობად მან სიტყვიერი შეთანხმება იკმარა, კონტრაქტს კი მალე გააფორმებს.

მირცხულავამ "ლელოსთან" საუბარში დაადასტურა ინფორმაცია, რომ "ტორპედოში" რჩება:

"გიორგი დარასელია მენდობა და გუნდში დარჩენაც
შემომთავაზა. ცხადია, უკონტრაქტოდ არ დავრჩები, მაგრამ ახალ ხელშეკრულებას უახლოეს დღეებში გავაფორმებ. "ტორპედოში" ვრჩები და იმედი მაქვს, გუნდს წინსვლაში დავეხმარები".

გარდა ამისა, შევიტყვეთ, რომ შესაძლოა, "ტორპედოში" გადავიდეს თორნიკე კაპანაძეც. მან "სამტრედია" სეზონის შემდეგ დატოვა და ქობულეთის "შუქურა" იწვევს, მაგრამ ქუთაისი მისი მშობლიური ქალაქია და, შესაძლოა, ამ ფაქტორმა გადამწყვეტი როლი ითამაშოს.

შეგახსენებთ, რომ 24 წლის თავდამსხმელი "ტორპედოში" 2013/14 წლების სეზონშიც თამაშობდა.

(იბეჭდება მცირე ცვლილებით)
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული