უჩა სოსიაშვილი: კვეკვესკირის წასვლა "დილასთვის" დიდი დანაკლისია

AutoSharing Option
საქართველოს ეროვნული ჩემპიონატის ერთ-ერთი გამორჩეული ნახევარმცველი ნიკა კვეკვესკირი გორის "დილას" დაშორდა და კარიერას ბაქოს "ინტერში" გააგრძელებს. ბოლო ინფორმაციით, ამ კლუბთან მან ერთწლიანი კონტრაქტი გააფორმა.


რა თქმა უნდა, საქართველოს ჩემპიონისთვის მნიშვნელოვანი დანაკლისია ერთ-ერთი საუკეთესო ფეხბურთელის გუნდიდან წასვლა. კლუბის სატრანსფერო ამბებზე განმარტება ვთხოვეთ გორელთა მთავარ მწვრთნელ უჩა სოსიაშვილს.

- ცხადია, კვეკვესკირის წასვლა ძალიან დიდი დანაკლისია "დილასთვის". ის ჩვენი ერთ-ერთი ლიდერი იყო. მინდა, დიდი მადლობა გადავუხადო ნიკას იმ სამსახურისთვის, რაც მან "დილას" გაუწია.

- არ
იყო კვეკვესკირის შენარჩუნების შანსი?

- იყო, მაგრამ ჩვენ რაც შევთავაზეთ, იმაზე მეტი შესთავაზეს აზერბაიჯანელებმა. ეს არ არის მთავარი. მთავარია ის, რომ ნიკას გადავუხადოთ მადლობა. მან ეს დაიმსახურა.

- როდის შეუერთდებიან "დილას" ალეკო ამისულაშვილი, გიორგი ნავალოვსკი და ნუკრი რევიშვილი?
- საერთოდ არ დაუსვენიათ ამ ფეხბურთელებს და გადავწყვიტეთ, ცოტა ამოსუნთქვის საშუალება მიგვეცა. ოთხ დღეში ისინი გუნდთან ერთად იქნებიან.

- "დილაში" კიდევ თუ უნდა ველოდოთ ახალ ფეხბურთელებს?
- ორ დღეში უნდა გაირკვეს ნახევარმცველისა და თავდამსხმელის საკითხი. ზუსტად მაშინ გეტყვით ყველაფერს.

P.S. ჩვენი ინფორმაციით, ალეკო ამისულაშვილის ტრანსფერი "დილაში" ბოლომდე გადაწყვეტილი არ არის. ყველაფერს პასუხი უახლოეს დღეებში გაეცემა.

მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული