უჩა სოსიაშვილი: "სელტიკს", "მარიბორს", "სტიაუასა" და "ლუდოგორეცს" არ ვისურვებდი

AutoSharing Option
როგორც გორის "დილას" მთავარმა მწვრთნელმა უჩა სოსიაშვილმა გვითხრა, ჩემპიონთა ლიგისა და საქართველოს ჩემპიონატისთვის გუნდი უნგრეთის ნაკრების საწვრთნელ ბაზაზე მოემზადება.

"ეს უკვე გადაწყვეტილი ამბავია. რაც შეეხებათ, ჩვენს სპარინგ-პარტნიორებს, ამაზე ჯერ ვერაფერს გეტყვით...

მოგეხსენებათ, ორი ფეხბურთელის დამატება გვსურდა, თუმცა ამ ეტაპზე ეს არ გამოვიდა. ახალ მოთამაშეებს კიდევ დავიმატებთ და ეს, ალბათ, საქართველოს ჩემპიონატის დაწყებამდე მოხდება.

რაც შეეხება ალეკო ამისულაშვილს, ნუკრი რევიშვილსა და გიორგი ნავალოვსკის, მათი საკითხი გადაწყვეტილია", - გვითხრა სოსიაშვილმა.

Sportall.Ge
ფოტოზე: უნგრეთის ნაკრების საწვრთნელი ცენტრი
22 ივნისს ჩემპიონთა ლიგის საკვალიფიკაციო ეტაპზე "დილას"
მეტოქე გაირკვევა, 24-ში კი საქართველოს ჩემპიონი საკუთარ მოედანზე ამხანაგურ მატჩს გამართავს გიუმრის (სომხეთი) "შირაქთან".

"საკვალიფიკაციო ეტაპზე არასასურველ მეტოქეთა კატეგორიაში შევიყვანდი "სელტიკს", "მარიბორს", "სტიაუასა" და "ლუდოგორეცს".

მისაღებ ვარიანტებად კი დავასახელებდი ალბანეთის, ფინეთისა და ნორვეგიის ჩემპიონებს, თუმცა ეჭვგარეშეა, რომ ნებისმიერ მეტოქესთან დიდი ბრძოლა გვექნება", - ესეც "დილას" მწვრთნელის სიტყვებია.

(იბეჭდება მცირე ცვლილებით)
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 3 /
ნორვეგიის და ალბანეთის ჩემპიონებს, ვითომ მოუგებთ? ღმერთმა ქნას.
sabonis
13:15 19-06-2015
0
ნორვეგიის და ალბანეთის ჩემპიონებს?ფინეთისას რა მოუგებ?ჰელსინკს!!!რავი,ღმერთმა ქნას მართლა!!!
mesi
22:45 19-06-2015
0
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული