"ეს უკვე გადაწყვეტილი ამბავია. რაც შეეხებათ, ჩვენს სპარინგ-პარტნიორებს, ამაზე ჯერ ვერაფერს გეტყვით...
მოგეხსენებათ, ორი ფეხბურთელის დამატება გვსურდა, თუმცა ამ ეტაპზე ეს არ გამოვიდა. ახალ მოთამაშეებს კიდევ დავიმატებთ და ეს, ალბათ, საქართველოს ჩემპიონატის დაწყებამდე მოხდება.
რაც შეეხება ალეკო ამისულაშვილს, ნუკრი რევიშვილსა და გიორგი ნავალოვსკის, მათი საკითხი გადაწყვეტილია", - გვითხრა სოსიაშვილმა.
ფოტოზე: უნგრეთის ნაკრების საწვრთნელი ცენტრი
22 ივნისს ჩემპიონთა ლიგის საკვალიფიკაციო ეტაპზე "დილას"
"საკვალიფიკაციო ეტაპზე არასასურველ მეტოქეთა კატეგორიაში შევიყვანდი "სელტიკს", "მარიბორს", "სტიაუასა" და "ლუდოგორეცს".
მისაღებ ვარიანტებად კი დავასახელებდი ალბანეთის, ფინეთისა და ნორვეგიის ჩემპიონებს, თუმცა ეჭვგარეშეა, რომ ნებისმიერ მეტოქესთან დიდი ბრძოლა გვექნება", - ესეც "დილას" მწვრთნელის სიტყვებია.
(იბეჭდება მცირე ცვლილებით)
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"