გუნდის ყოფილი მთავარი მწვრთნელი ლადო ბურდული, რომელიც პარალელურად გენერალური დირექტორის პოსტს იკავებს, მისივე გადაწყვეტილებით, მხოლოდ გენდირექტორის პოსტზე დარჩა.
კილასონიას ასისტენტობას არმაზ ჯელაძე და გიორგი ლოლაძე გაუწევენ.
"სიონი" 28 ივნისს შეიკრიბება და ახალი საფეხბურთო სეზონისთვის საქართველოში მოემზადება.