შევჩენკო 23 წლისაა. ის ზაპოროჟიეს "მეტალურგის" საფეხბურთო სკოლის აღზრდილია. ამას გარდა, უთამაშია კიევის "დინამოში", "ჰოვერლასა" და დონეცკის "ოლიმპიკში". შევჩენკო იყო უკრაინის თითქმის ყველა ასაკობრივი ნაკრების წევრი, მათ შორის, 21-წლამდელთა გუნდის ძირითადი მეკარეც (8 მატჩი).
"დილა" ახალი მეკარის ძიებას მას მერე შეუდგა, რაც ნუკრი რევიშვილმა მოლდოვურ "შერიფს" მიაშურა.
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"